GE
საჯარო მმართველობისა და დიპლომატია/საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა აცხადებს მიღებას  სამაგისტრო პროგრამებზე ორი  სპეციალობით:
  1. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები
  2. საჯარო მმართველობა
რატომ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა?
  • თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრამებთან;
  • მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში;
  • საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობები;
  • დასაქმების ხელშეწყობა.
  • შეხვედრები და დისკუსიები საინტერესო ადამიანებთან;
  • აქტიური სტუდენტური ცხოვრება.
დიპლომატია და  საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა განიხილავს საგარეო კავშირებს და ურთიერთობებს ქვეყნებს შორის. სტუდენტები ეცნობიან საზოგადოების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების თეორიებს, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ეკონომიკის საფუძვლებს.
საჯარო მმართველობა მოიცავს სამთავრობო სტრუქტურების მართვას, სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. ისწავლება საჯარო მართვისა და პოლიტიკის საფუძვლები, მენეჯმენტი და ორგანიზაციული თეორია, ეკონომიკა და სამართალი, სახელმწიფო ბიუჯეტირება და ფინანსები.

როგორია სამაგისტრო პროგრამების შინაარსი?

ორივე სამაგისტრო პროგრამის ბირთვს წარმოადგენენ სპეციალობის ძირითადი საგნები, რომელთა დანიშნულებაა აამაღლონ სტუდენტის ზოგადი განათლების დონე და შექმნან ის მყარი ბაზისი, რომელსაც დაეფუძნება ახალგაზრდების პროფესიული ცოდნა.

დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობათა სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებია: პოლიტიკური თეორია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებები, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო უსაფრთხოება, ამერიკისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებია: სახელმწიფო მართვა, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და შეფასება, საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტი, ეკონომიკა, მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები, საჯარო სექტორის ეთიკა, სახელმწიფო ბიუჯეტირება და საჯარო ფინანსები, ცენტრალური და ტერიტორიული მმართველობის სისტემები. სპეციალიზაციის საგნები სტუდენტებს აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ საჯარო მმართველობის იმ ქვედარგებს, რომელთა მიმართ ისინი იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს.

წერითი და სამეტყველო უნარების გამომუშავებისა და ზოგადი მეთოდოლოგიური საგნები სტუდენტებს უვითარებს კომუნიკაციის შესაძლებლობებს და ეხმარება მათ გაიუმჯობესონ მშობლიურ და ინგლისურ ენებზე წერისა და მეტყველების უნარი. სტუდენტები იძენენ ანალიტიკური, რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების გადამუშავების ცოდნას, რაც მათ დაეხმარება ნებისმიერი ტიპის სოციოლოგიური მონაცემების დამუშავება-გაანალიზებაში.

ორივე პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, ეკონომიკის, სამართლისა და შედარებითი პოლიტიკის უახლესი თეორიებისა და მიდგომების ცოდნა. აქცენტი კეთდება უცხო ენების შესწავლაზე. თქვენ შეიძენთ კრიტიკული აზროვნების, მონაცემების შეგროვება-გადამუშავების, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარებს. აქ ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ საჯარო მოხელეებად, აღიჭურვებიან თანამედროვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.

ორივე პროგრამის სტუდენტები იძენენ კრიტიკული აზროვნების, მონაცემების შეგროვება-გადამუშავების, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარებს. გარდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა, ორივე სპეციალობის პროგრამის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია სტუდენტების შეხვედრები ცნობილ საჯარო მოხელეებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებთან.

სასწავლო პრაქტიკა საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ რეალობას და ისწავლონ თეორიული კონცეფციების გამოყენება ორგანიზაციულ და პროფესიულ საქმიანობაში. მთლიანობაში, კურსდამთავრებულები იღებენ მნიშვნელოვან თეორიულ, ანალიტიკურ ცოდნას, საკომუნიკაციო, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას, რაც მათი წარმატებული საქმიანობის სერიოზული წინაპირობაა.

პროფესორ-მასწავლებელთა მაღალი პროფესიონალიზმი:
ჩვენი პროფესორ მასწავლებლების დიდ ნაწილს განათლება მიღებული აქვს აშშ-ში ან ევროპაში და აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება.
დასაქმების  სფერო:

სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სტაჟირების გავლისას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების საინტერესო კარიერას როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში.

როგორია აკადემიური  მოთხოვნები  ხარისხის  მისაღებად?

მაგისტრის აკადემიური ხარისხს სტუდენტები იღებენ სავალდებულო და არჩევითი საგნების გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, რაც მთლიანობაში 120 ECTS კრედიტს შეადგენს. 1 კრედიტის ღირებულება 82.5 ლარია. სწავლის ხანგრძლივობა მერყეობს 2-დან 5 წლამდე.
სწავლების საფასურის გადახდის მოქნილი სქემა:
სტუდენტი იხდის მხოლოდ იმ საგნის ღირებულებას, რომელზეც დარეგისტრირებულია მოცემულ სემესტრში.

პროგრამაზე მიღების წესები:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ტესტირება  ინგლისურ ენაში და გასაუბრება
საჭირო საბუთები:
  • შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი);
  • ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ;
  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი  უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის).
საკონტაქტო პირი:  სოფო დვალი (+995 32) 237 77 77 (შიდა 181)  sdvali@cu.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები