GE
ინფორმაციული უსაფრთხოების კურსი
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია გთავაზობთ ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო კურსს.
 
სასწავლო კურსის მიზანი:
 
კურსის მიზანია, მსმენელი გაეცნოს ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგად ცნებებს, კრიპტოგრაფიის საფუძვლებს,  უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის პრობლემებს. შეისწავლოს მათი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.
 
სწავლის შედეგი:
  • კურსის სწავლების შედეგად მსმენელი მიიღებს ცოდ­ნას ინფორმაციული პროცესების (ინფორმაციის შეტანა, გამოტანა, გადაცემა, დამუშავება, დაგროვება, შენახვა)  რეალიზაციისას ინფორმაციის დაცვის მეთოდებსა და საშუალებებზე;
  • ეცოდინება ინფორმაციული უსაფრთხოების ორგა­ნიზა­ცი­ული უზრუნველყოფის ძირითადი ელემენ­ტები;
  • შეეძლება გამოიყენოს ინფორმაციის დაცვის საშუალე­ბები და მეთოდები, არასანქცირებული წვდომისაგან დასაცავად;
  • ეცოდინება პროგრამული და მეთოდური დაცვის საშუალებები.
თემის დასახელება და შინაარსი:
  • უსაფრთხოება ვირტუალურ მანქანებში, VMware Workstation-ის მაგალითზე;
  • ოპერაციულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაცია და მათი უფლებების განსაზღვრა;
  • საქაღალდეების, მოწყობილობების და პრინტერის გაყოფა ქსელში, ფაილებზე, საქაღალდეებზე და სხვა რესურსებზე წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
  • MS Office ფაილების უსაფრთხოება და წვდომის კონტროლის განსაზღვრა;
  • ინფორმაციის დაცვა შიფრაციის დახმარებით: ფაილების და საქაღალდეების დაშიფვრა, ლოგიკური დანაყოფების და ფლეშის შიფრაცია BitLocker პროგრამით;
  • მონაცემთა დაშიფრვა სიმეტრიული და ასიმეტრიული მეთოდის გამოყენებით: კრიპტოგრაფიული პროგრამის PGP-ის განხილვა;
  • სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;
  • ფაილებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, დაშიფრული ელექტრონული წერილების გაგზავნა;
  • გავრცელებული ვირუსების და მათგან თავდაცვის გზების განხილვა. ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია;
  • პერსონალური ფაიერვოლის კონფიგურირება;
  • ვირტუალური დაცული ქსელების (VPN) ტექნოლოგიის განხილვა;
  • მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით; 
  • ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა და მისი აღდგენა;
  • სხვა დამაზიანებელ პროგრამებთან საბრძოლველად სხვადასხვა უტილიტების გამოყენება;
  • უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები; აუდიტი;
  • ტესტირება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები