GE
არაფორმალური საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვის კურსი
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) იწვევს სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს. 
 
ტრენინგ კურსი „არაფორმალური საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვა“ ტარდება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის  თანადგომით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ ინიცირებული პროექტის „არაფორმალური განათლების მხარდაჭერის ინიციატივა“ ფარგლებში .
 
ტრენინგი უფასოა დამსწრე ორგანიზაციებისთვის!
 
ტრენინგ პროგრამის მიზანია არაფორმალური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციების განვითარების მხარდაჭერა. პროგრამა მოიცავს სამ ძირითად მოდულს: 
  •  ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება  და ორგანიზება;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • მარკეტინგი და ფონდების მოძიება 
კურსის შედეგად პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას მენეჯმენტის საკითხებში არაფორმალური განათლების ორგანიზაციების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით,  გაანალიზებენ სფეროში დაგროვილ გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესში მეტი დრო დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას. შესაბამისად, ტრენინგის მსვლელობისას მოხდება რიგი სიტუაციური მაგალითების განხილვა მართვის სხვადასხვა პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
 
მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს  ფუნქციონირების სულ მცირე 2 წლის გამოცდილება, უნდა საქმიანობდეს არაფორმალური განათლების სფეროში და ახორციელებდეს შესაბამისი გადამზადების პროგრამა(ებ)ს.
 
პროგრამის ჯამური ხანგრძლივობაა: 24 საათი
მეცადინეობები გაიმართება საღამოს საათებში, 2.5 საათიან სესიებად. 
კვირის მანძილზე ჩატარდება 2-3 საღამოს სესია.
ასევე, კვირაგამოშვებით გაიმართება დამატებითი სესია შაბათობით.
კურსი ჩატარდება 2016 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სასწავლო სივრცეში.
 
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების სერტიფიკატი.
 
კურსზე რეგისტრაციისთვის  გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა და გადაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე  vacancy@ctc.org.ge.
 
აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 2016 წელი
 
შერჩევის მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრებები.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები