კურსის დასახელება: Cisco CCNA სასწავლო კურსი
მომწოდებელი: Next-IT Academy
ნექსთ აიტი აკადემია აცხადებს მიღებას CCNA-ს განახლებულ (v7) კურსზე
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
- კურსის ხანგრძლივობა: 6-7 თვე
- სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
- ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
კურსი შედგება სამი მოდულისაგან: CCNAv7: Introduction to Networks, CCNAv7: Switching, Routing, and Wireless Essentials, CCNAv7: Enterprise Networking, Security, and Automation
სწავლის ღირებულება: 1500 ლარი (მოდული - 500 ლარი); შესაძლებელია თანხის ეტაპობრივი გადახდა
წარმატებულ მსმენელებს ცისკოსგან გადაეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი Cisco Certified Network Associate (CCNA 200-301) ინდუსტრიული სერტიფიკატის ასაღებად, რომლითაც დაიფარება გამოცდის ღირებულების დაახლოებით 60%, ხოლო დარჩენილ ნაწილს (40%) დაფარავს ნექსთ აიტი აკადემია.
სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს (19:30-ზე)
გაიცემა სამი სერტიფიკატი:
- Cisco CCNAv7 – Introduction to Networks
- Cisco CCNAv7 - Switching, Routing, and Wireless Essentials
- Cisco CCNAv7 - Enterprise Networking, Security, and Automation
ზოგადი ინფორმაცია:
- კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ დავალებებს, რაც მათ გაუადვილებთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას;
- მსმენელები ქსელის პრაქტიკულ დავალებებს შეასრულებენ Cisco-ს მარშრუტიზატორებთან (Router), კომუტატორებთან (Switch) უკაბელო ქსელის მოწყობილობებთან;
- მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით;
- დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები აგებულია მცირე და საშუალო ზომის ქსელებში გამოყენებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით;
- ყოველი მოდულის დასრულებისას ჩატარდება 6-7 საათიანი პრაქტიკა: მოხდება ტოპოლოგიების აწყობა, Cisco-ს მარშრუტიზატორების/ კომუტატორების ინსტალაცია კონფიგურაცია, უსაფრთხოებების ჩართვა და ა.შ;
- კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
- კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
სასწავლო კურსის პროგრამა:
CCNAv7: Introduction to Networks
- ქსელის მიმოხილვა
- კომუტატორისა და საბოლოო მოწყობილობების ბაზისური კონფიგურაცია
- პროტოკოლები; OSI და TCP/IP მოდელი
- ფიზიკური შრე
- სამონტაჟე ინსტრუმენტები (Crimping Tool, Punch Down Tool, Lan Cable Tester) და მათი გამოყენება
- ქსელის გაყვანა, კაბელზე ჯეკის დასმა, Outlet-ის მონტაჟი, კაბელის ტესტირება;
- პატჩპანელის მონტაჟი და კაბელების დასმა
- თვლის სისტემები (ორობითი, ათობითი, თექვსმეტობითი)
- მონაცემთა არხის შრე; ეზერნეტ კომუტაცია
- ქსელის შრე
- მისამართების (MAC და IP) განსაზღვრა
- მარშრუტიზატორის ბაზისური კონფიგურაცია
- IPv4/IPv6დამისამართება; ICMP პროტოკოლი
- ტრანსპორტის შრე
- აპლიკაციათა შრე
- ქსელური უსაფრთხოების საფუძვლები
- მცირე ქსელის აწყობა
CCNAv7: Switching, Routing, and Wireless Essentials
- მოწყობილობათა ბაზისური კონფიგურაცია
- კომუტაციის ცნება
- ვირტუალური ლოკალური ქსელები (VLAN)
- მარშრუტიზაცია VLAN-ებს შორის
- STP-ს კონცეფცია
- EtherChannel
- DHCPv4
- SLAAC და DHCPv6
- პირველი ქსელური მონაკვეთის რეზერვირების პროტოკოლი (FHRP)
- ლოკალური ქსელის უსაფრთხოება
- კომუტატორის უსაფრთხოების კონფიგურაცია
- უკაბელო ლოკალური ქსელები (WLAN)
- უკაბელო ლოკალური ქსელების კონფიგურაცია
- მარშრუტიზაცია
- IP სტატიკური მარშრუტიზაცია
- სტატიკური და სტანდარტული (Default) მარშრუტების პრობლემების მოგვარება
CCNAv7: Enterprise Networking, Security, and Automation
- Single-Area OSPFv2
- Single-Area OSPFv2-ის კონფიგურაცია
- Single-Area OSPFv3
- Multi-Area OSPF
- OSPF-ის გამართვა და პრობლემების მოგვარება
- EIGRP; EIGRP-ს გამართვა და პრობლემების მოგვარება
- ქსელური უსაფრთხოების მომართვა
- წვდომის კონტროლის სიები (ACLs)
- წვდომის კონტროლის სიები (ACLs) IPv4/IPv6 კონფიგურაციებისთვის
- ქსელური მისამართების თარგმნა (NAT) IPv4 ქსელებისთვის
- გლობალური (WAN) ქსელები
- ვირტუალური კერძო ქსელები (VPN) და IPsec პროტოკოლი
- მომსახურების ხარისხის (QoS) კონცეფციები
- ქსელის მართვა
- ქსელის დაპროექტება
- ქსელური პრობლემების მოგვარება
- ქსელის ვირტუალიზაცია
- ქსელის ავტომატიზაცია
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის