GE
ოქრო/ვერცხლის შემფასებელთა თეორიული და პრაქტიკული კურსი
ოქრო/ვერცხლის შემფასებელთა თეორიული და პრაქტიკული კურსი სალომბარდო საქმიანობისთვის
 
კურსის მიზანია დაეხმაროს მსმენელებს დაეუფლონ ახალ, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას, უმოკლეს ვადაში.
კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირთათვის, ვისაც სურს დასაქმდეს, როგორც სალომბარდო სფეროში, ასევე ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე ან დამოუკიდებლად აწარმოოს საკუთარი საშემფასებლო საქმიანობა.
 
განსახილველი თემატიკა:
  • კეთილშობილი  ლითონები , მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებები;
  • საქართველოსა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი დამღები და დადამღვის წესები;
  • სინჯის სისტემები;
  • სინჯის განსაზღვრის მეთოდები, (დასინჯვის პრაქტიკა);
  • ლითონთა  შენადნობები  და მათი კლასიფიკაცია;
  • არაძვირფასი ლითონები, რომელიც გამოიყენება საიუველირო საქმეში; 
  • ფალსიფიცირებული ნაკეთობების ამოცნობა;
  • საინვესტიციო და საიუბილეო მონეტები;
პრაქტიკული მეცადინეობის დროს მსმენელები შეძლებენ სხვადასხვა სინჯის მქონე ოქრო/ვერცხლის შესწავლას და მათ ამოცნობას.
 
კურსის აღწერა:
სწავლება მიმდინარეობს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად;
  • სრული კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა (6-7 შეხვედრა)
  • სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ
  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 საათი
  • მსმენელების რაოდენობა  ჯგუფში:  5-6  მსმენელი
სრული კურსის ღირებულება:
 
ჯგუფური მეცადინეობა: 150 ლარი

VIP ჯგუფი (მხოლოდ 2 მსმენელი ჯგუფში): 200 ლარი
ინდივიდუალური მეცადინეობა: 250 ლარი
 
ფასები მოიცავს სასწავლო მასალას

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი
 
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები