GE
გაცვლითი პროგრამა შვეიცარიასა და გერმანიაში
ღირებულება: 1500 ევრო
"ევროპული ცენტრი" წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ და ლიდერულ გაცვლით პროგრამებს.

"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით 10 დღიან პროგრამას (მიუნხენი, გერმანია - ციურიხი, შვეიცარია, 2012 წლის 02-11 მარტი, 2012 წ). ტრენინგის განმავლობაში, ევროპის ქვეყნების გამოცდილი საერთაშორისო დონის ტრენერი წაიკითხავს ლექციებს არაფორმალური განათლების სფეროში, როგორიცაა:
  • ევროპული მოქალაქეობა;
  • ინტერკულტურული საღამოები;
  • პიარ-განათლება;
  • კონფლიქტის აღკვეთა და მშვიდობის მშენებლობა;
  • სამოქალაქო და ადამიანის უფლების განათლება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ეგიდით.

კურსები წაიკითხება ინგლისურ ენაზე.
ტრენინგებს დაესწრებიან 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები.

თანხა მოიცავს:
  • ტრეინინგების ღირებულებას და საერთაშორისო სერტიფიცირებას
  • თვითმფრინავით მგზავრობას (თბილისი - მიუნხენი, ციურიხი - თბილისი),
  • ქ. მიუნხენის საცხოვრებლის ხარჯებს და კვებას
  • ქ. მიუნხენიდან ქ. ციურიხამდე მგზავრობას
  • ქ. ციურიხში სასტუმროს ხარჯებს.
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი.

ევროპული ცენტრის გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://pdcgeo.ge/index.php?page=347&lang=geo
ასევე, იხილეთ: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=31&lang=geo

დაინტერესებულმა პირებმა 2012 წლის 15 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: youthexchange@pdcgeo.ge

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია. შერჩეულ აპლიკანტს დავუკავშირდებით ერთი კვირის განმავლობაში.
რეგისტრაციისათვის, ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა

გისურვებთ წარმატებებს!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი მიუნხენი, გერმანია
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები