GE
სააბიტურიენტო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
“ევროპული საგანმანათლებლო აკადემია VETO” აგრძელებს აბიტურიენტთა მიღებას 2015-2016 სასწავლო წლისათვის სააბიტურიენტო და საატესტატო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე.
 
პროგრამის გავლა შეუძლიათ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელებს, ასევე სკოლის კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება.
 
ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული  პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველოფა მისაღები ფასების შეთავაზებით. სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს.
 
ცენტრში ყოველი თვის ბოლოს ტარდება შუალედური გამოცდა, რომელიც მიმდინარე თვეში განვლილ მასალას ეფუძნება და აგებულია ეროვნული გამოცდების ტესტების საფუძველზე.
 
თითოეულ აბუტურიენტს გადაეცემა შესაბამისი ინტერნეტკოდი, რომლის მიხედვითაც მშობლებს შეეძლებათ ყოველკვირეულად გადაამოწმონ მათი შვილის დასწრების, სწავლის და ტესტირების მონაცემები. 
 
ჯგუფები გამოირჩევა მოსწავლეთა სიმცირით და  დაყოფილია დონეების მიხედვით. მეცადინეობები ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ ან სამჯერ. ჯგუფში ირიცხება მხოლოდ 3-5 მოსწავლე და გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს საათ-ნახევარს.
 
სწავლის დაწყებამდე მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას პედაგოგებთან, რათა მოხდეს მათი შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩარიცხვა.
 
ცენტრი ასევე დაგეხმარებით პროფესიის განსაზღვრასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწორად შერჩევა-რეგისტრაციაში.
ჩვენი აბიტურიენტები უკვე ექვსი წელია წარმატებით აბარებენ წამყვან უნივერსიტეტებში. ენდეთ ჩვენს ექვსწლიან გამოცდილებას!
 
სწავლის საფასური:
  • ერთ საგანში მომზადებისას - 80 ლარი.
  • ორ ან მეტ საგანში მომზადებისას - 75 ლარი.
  • 5 ან მეტი საგნის არჩევისას - 70 ლარი.
ხარისხიანი განათლება ყოველთვის არ გულისხმობს მაღალ ფასებს!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები