GE
მთარგმნელ–თარჯიმანთა მოსამზადებელი პროგრამა
ღირებულება: 185 ლარი
"ქართულ–კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" (GCEC) გთავაზობთ მთარგმნელ–თარჯიმანთა მოსამზადებელ სპეციალურ კურსს.
 
გლობალურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მთარგმნელ-თარჯიმნებზე, ამიტომ "ქართულ-კანადურმა საგანმანათლებლო ცენტრმა (GCEC)" ქართველ, ინგლისელ და კანადელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელი სპეციალური პროგრამა, რაც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, პროფესიულ დონეზე დაეუფლოს მთარგმნელ-თარჯიმნის პროფესიას.

კურსს უძღვებიან: კვალიფიციური ინგლისელი და ქართველი პედაგოგები, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. სწავლის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები; ვიდეო და აუდიო მასალები; ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური სტატიები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ.

კურსის ამოცანაა, გამოუმუშავოს მსმენელს ზეპირი თარგმანის, წერითი თარგმანის, სხვადასხვა ტექსტის დამუშავებისა და რეფერირების უნარები. კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს კომუნიკაციას უცხო ენაზე, ნებისმიერი დარგობრივი ტექსტის თარგმნას: წერილობით, თანმიმდევრულად, რეფერირებულად მშობლიური ენიდან უცხო ენაზე და პირიქით. გარკვეული ხანგრძლივობის ტექსტის მოსმენას, დამახსოვრებას, გამართულად და შესაბამისი სტილით თარგმნას.

კურსის მიზანია:
  • ზეპირი და წერითი თარგმანის დახვეწა და გაღრმავება
  • თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • აზრის გამოხატვის, დამახსოვრების და მსჯელობის უნარის განვითარება
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების დახვეწა
  • მეტყველების ტექნიკის დამუშავება
  • ლექსიკური მარაგის გაღრმავება
  • თარგმნისა და ენობრივ სირთულეებში გარკვევა
  • დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის განვითარება
  • ინგლისური ენის ფონეტიკური და გრამატიკული ბაზის ჩამოყალიბება
  • სხვადასხვა ტიპის ტექსტების (სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური) გაგება, თარგმნა, ანალიზი და ინტერპრეტაცია.
კურსზე დაშვების წინაპირობა: მსმენელი უნდა აკმაყოფილებდეს upper-Intermediate ან Advanced დონეს.

გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში.
კურსის ხანგრძლივობა: ოთხი თვე (72-96 საათი)
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 4- 6 კაცი
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (3-4 კაცის შემთხვევაში), 2 საათი (4-5 კაცის შემთხვევაში)
  • ზეპირი თარგმანი (თანმიმდევრული თარგმანი) თვეში: 6-8 საათი
  • წერითი თარგმანი თვეში: 6-8 საათი
  • ზეპირმეტყველება (ბრიტანელ პედაგოგთან) თვეში: 6 -8 საათი
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები