GE
ეკონომიკის, ტურიზმის მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამები
ღირებულება: 2250 ლარი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს მიუახლოვდა. თქვენ კიდევ ერთხელ გეძლევათ საშუალება თქვენი შედეგების გათვალისწინებით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და აირჩიოთ ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები!
 
ზედიზედ ორი წელია ქუთაისის უნივერსიტეტი ხვდება ტოპ ხუთეულში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად წინასწარ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების სრულად შევსებით. ქუთაისის უნივერსიტეტი მერვე ადგილზეა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობითა და დაფინანსებით.
 
ქუთაისის უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოში ერთადერთი კერძო ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ატარებს უნივერსიტეტის სტატუსს და ახორციელებს სამივე საფეხურის - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
 
საბაკალავრო პროგრამებია:
  • ეკონომიკა – 019-01-01;
  • ტურიზმის მენეჯმენტი – 019-01-02;
  • ბიზნესის ადმინისტრირება – 019-01-03.
პროგრამები შემუშავებულია თანამედროვე ბიზნესგამოცდილების მქონე პროფესიონალებთან ერთად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი პრიორიტეტების გათვალისწინებით. მათი მოქნილი დიზაინი საშუალებას მოგცემთ შექმნათ საკუთარი, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა თქვენი სურვილებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით; ძირითადი კვალიფიკაციის პარალელურად მიიღოთ ცოდნა დამატებით სპეციალობაშიც, ეს გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე და წარმატებული კარიერის ფორმირების საფუძველი გახდება. ამ მიზნით მიმდინარე წელს უნივერსიტეტი გთავაზობთ ოთხ Minor (დამატებით) პროგრამას:
  • ეკონომიკა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • ინგლისური ენა;
  • გამოყენებითი მათემატიკა.
შენ შეძლებ, გაიღრმავო არჩეული პროფესიისათვის აუცილებელი კრიტიკული აზროვნების უნარი, გამოიმუშავო პროფესიული მუშაობის ჩვევები პრესტიჟულ პროფილურ  დაწესებულებებში სასწავლო პრაქტიკის გავლით.
სწავლების პირველი ეტაპის ერთგვარ კულმინაციას და  ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენს საბაკალავრო ნაშრომი. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ,  სწავლა გააგრძელო მაგისტრატურაში.
უნივერსიტეტში უმაღლესი დონის განათლებასა და მაღალ დონეზე ორგანიზებულ სასწავლო პროცესს, სტუდენტურ ცხოვრებასა და დასვენებას განაპირობებს  მოწესრიგებული და ევროპული დონის ინფრასტრუქტურა. ეს ის ადგილებია, სადაც სტუდენტები აუდიტორიული მუშაობის გარდა დიდ დროს ატარებენ.
  • ბიბლიოთეკა,
  • კომპიუტერული კლასები,
  • ენათა ცენტრი,
  • სააქტო და საკონფერენციო დარბაზები,
  • კაფეტერია.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დიდი არჩევანი

ქუთაისის უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ევროპისა და უკრაინის რამდენიმე უნივერსიტეტთან:
  • პადერბორნის უნივერსიტეტი(გერმანია)
  • მატეა ბელას სახელობის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
  • კარპატისპირეთის ვასილი სტეფანიკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • დონეცკის ტურიზმის ბიზნესის ინსტიტუტი (უკრაინა)
  • დონეცკის მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ტავრიდის ვ. ი. ვერნადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • ოდესის ნაციონალური საზღვაო აკადემია (უკრაინა)
  • კიევის ნაციონალური სატრანსპორტო უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • კიევის ტურიზმის, ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • პრიაზოვსკის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
ქუთაისის უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მრავალ საერთაშორისო პროექტში:
 
TEMPUS
  • უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაციისა და კონკურენტუნარიანობის განვითარება.
  • უნივერსიტეტების მართვის ინტეგრირებული სისტემა: ევროპის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე (ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა)  INURE საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების განვითარების გზით.
  • კომპეტენციის  ცენტრთა ქსელის ფორმირება შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის.
  • მეწარმე კურსდამთვრებულთა ქსელი .
Erasmus Mundus
Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს, მკვლევრებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს აქვს ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.
ქუთაისის უნივერსიტეტი მონაწილეობს Erasmus Mundus -ის II ფაზის პარტნიორობა LOT 5 -ის  (2013 – 2017) ორ  პროექტში: 
  1. HUMERIA - Cooperation on - HUManities, Education, Research, International relations and Arts    (კოორდინატორი - ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი)
  2. EMBER - Erasmus Mundus Broadening Educational Opportunities  (კოორდინატორი - სევილიის უნივერსიტეტი, ესპანეთი)
    სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერისათვის შემუშავებულია მრავალი სოციალური პროექტი.
შეღავათი სწავლის გადასახადში

უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი 2250 ლარია, მაგრამ:
  • ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ-ერთ საბაკალავრო პროგრამაზე (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა და ტურიზმის მენეჯმენტი)  პირველი პრიორიტეტით   ჩარიცხული  სტუდენტები  მიიღებენ 10%-იან შეღავათს სწავლის გადასახადში 4 წლის მანძილზე. ამგვარად, მათთვის სწავლის წლიური გადასახადი   იქნება 2000 ლარი;
  • ხოლო აბიტურიენტები, რომელთაც ეროვნული გამოცდების განაცხადში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე ერთდროულად ნებისმიერი თანმიმდევრობით დაფიქსირებული ექნებათ ქუთაისის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა და ტურიზმის მენეჯმენტი), დამატებით  კიდევ ისარგებლებენ  10%-იანი შეღავათით. ამგვარად, მათთვის სწავლის წლიური გადასახადი   იქნება 1800 ლარი!
    აღნიშნული შეღავათით უკვე სარგებლობს  პირველკურსელ სტუდენტთა 47%.
სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისათვის
  • უნივერსიტეტის დამფუძნებელთა-ვალერიან ქელბაქიანისა და რევაზ ლაღიძის სახელობითი სტიპენდია.
  • სამი კატეგორიის ჩვეულებრივი სტიპენდია ყოველ კურსზე საბაკალავრო პროგრამების მიხედვით.
სტუდენტური სესხი: ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ  შესაძლებლობა, უპრობლემოდ  მიიღონ 0%-იანი სასწავლო სესხი თავად უნივერსიტეტისაგან.
 
პრაქტიკა
სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტი თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აი"-სთან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, პრივატბანკის, პროკრედიტ ბანკის, სვისკრედიტის რეგიონულ წარმომადგენლობებთან, სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,Geocapital „-თან,  რომლებიც  სისტემატურად ატარებენ ტრენინგებსა და სტაჟირებას. ტურიზმის მიმართულების სტუდენტური პრაქტიკით უზრუნველყოფის მიზნით იგეგმება საკუთარი ტურისტული სააგენტოს შექმნა.
უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების პრომო-აქციებში, შეხვედრებში და სემინარებში; სხვადასხვა ბანკის წარმომადგენლები პერიოდულად ატარებენ მასტერ-კლასებს სტუდენტებისათვის საინტერესო თემებზე.
 
დასაქმება
ქუთაისის უნივერსიტეტის სიამაყე მისი წარმატებული კურსდამთავრებულებია. მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია და წარმატებით მოღვაწეობენ,  როგორც სახელმწიფო,  ასევე კერძო სექტორში.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერის ხელშეწყობის სამსახური, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების მოძიებაში ხელშეწყობა და კარიერულ წინსვლაში დახმარება. დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რიცხვი ყოველწლიურად დინამიურად მატულობს.
 
აბიტურიენტებო, გისურვებთ წარმატებებს! „შენი წარმატება იწყება აქ!“
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი ქუთაისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები