GE
სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
საერთაშორისო ენების ცენტრი გთავაზობთ სასაუბრო ინგლისური ენის შემსწავლელ კურსს.
 
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინგლისური ენის შესწავლა, როგორც სასწავლო და ტურისტული, ისე სამუშაო მიზნებისთვის.
 
კურსის ფარგლებში მეტი დრო ეთმობა სიტყვათა მარაგის შევსებას, ინგლისური ენის კონტექსტში გამოყენებას, გამოთქმისა და მოსმენის უნარ-ჩვევების დახვეწას. მსმენელებს მიეცემათ საშუალება აითვისონ შესაბამისი ლექსიკა და შემდეგ ისაუბრონ სხვადასხვა ყოველდღიურ თემაზე, როგორიცაა მაგალითად, სატელეფონო საუბრები, საუბრები აეროპორტში, რესტორანში, უნივერსიტეტში, ოფისში, ტურისტულ სააგენტოში, საყიდლებზე, წვეულებაზე, და ა.შ. ჩატარდება ინტერაქტიული გაკვეთილები, რაც საშუალებას მოგვცემს პრაქტიკაში გამოვიყენოთ ახლად შესწავლილი მასალა.
 
კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ სხვადასხვა ყოველდღიურ და პრაქტიკულ თემაზე, მოეხსნათ ინგლისურად საუბრის კომპლექსი და განუვითარდეთ ინგლისურ ენაზე მოსმენის უნარ-ჩვევები.
 
სასწავლო დონეები 
  • Beginner - 3 თვე
  • Elementary -  3 თვე
  • Pre-intermediate - 4 თვე
  • Intermediate -  4 თვე
  • Upper- intermediate - 5 თვე
  • Advanced - 5 თვე
გაკვეთლის ხანგძლივობა: 1.30 სთ
სწავლების გრაფიკი: კვირაში ორჯერ
დღეები: ყოველდღე კვირის გარდა
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 4-6 მსმენელი
სწავლის ღირებულება:
  • I-II საფეხური 80 ლარი თვეში
  • III-IV საფეხური 100 ლარი თვეში
  • V-VI საფეხური 120 ლარი თვეში
ჩვენს მსმენელებს აქვთ ასევე შესაძლებლობა გაიარონ სასაუბრო ინტენსიური კურსი, რაც მათ მისცემს საშუალებას უმოკლეს დროში დაეუფლონ ინგლისურად კომუნიკაციისთვის საჭირო ძირითად ლექსიკასა და უნარ-ჩვევებს. 
 
სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% ფასდაკლების აქცია სასაუბრო ინგლისური ენის ნებისმიერ დონეზე. რეგისტრაციის დროს სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სტუდბილეთი!
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!

 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეგისტრაციისთვის შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები