GE
ზოგადი ინგლისურის კურსი ზრდასრულთათვის
საერთაშორისო ენების ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსს ზრდასრულთათვის.
 
კურსი გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენის და საუბრის უნარების განვითარებას. სტუდენტები ისწავლიან გრამატიკას, ყურადღება გამახვილდება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე.
 
კურსის მსვლელობისას სტუდენტები დაეუფლებიან  არამარტო ინგლისურ ენას, არამედ გაეცნობიან  ბრიტანულ კულტურას, ჩვეულებებს, ეტიკეტს, ხელოვნებას, ისტორიას და მუსიკას. კლასში გაიმართება დისკუსიები და პრეზენტაციები. გაკვეთილების მიმდინარეობისას განიხილება უამრავი თემა ახალი ამბების, ადამიანური ინტერესებისა და სოციალური სიტუაციების ჩათვლით.
სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების, უახლესი სახელმძღვანელოებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით.
 
სასწავლო დონეები 
  • Beginner - 3 თვე
  • Elementary -  3 თვე
  • Pre-intermediate - 4 თვე
  • Intermediate -  4 თვე
  • Upper- intermediate - 5 თვე
  • Advanced - 5 თვე
გაკვეთლის ხანგძლივობა: 1.30 სთ.
სწავლების გრაფიკი: კვირაში ორჯერ
დღეები: ყოველდღე კვირის გარდა
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 4-8 მსმენელი
სწავლის ღირებულება:
  • I-II საფეხური 60 ლარი თვეში
  • III-IV საფეხური 80 ლარი თვეში
  • V-VI საფეხური 100 ლარი თვეში
სტუდენტებისთვის მოქმედებს 20% ფასდაკლების აქცია ზოგადი ინგლისური ენის ნებისმიერ დონეზე. რეგისტრაციის დროს სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ სტუდბილეთი!
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეგისტრაციისთვის შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები