GE
ჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამები და სტაჟირება
დამწყებ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მედია სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მსურველებს "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი" გთავაზობთ სხვადასხვა სასწავლო პროგრამას სტაჟირებით.

I მიმართულება:
  • რა არის ახალი ამბავი?  ნიუსის აგება, როგორ მოვიპოვოთ ინფორმაცია, როგორ ავაწყოთ ნიუსი, სტატიისა და რეპორტაჟის სტრუქტურა; ლიდის ნაირსახეობა და სტრუქტურა;
  • სოციალური პრობლემების გაშუქება მედიაში - 24 აკადემიური საათი;
  • ბლოგინგი და სოციალური მედია - 8 აკადემიური საათი;
II მიმართულება: 
  • Photoshop - 8 აკადემიური საათი;
  • ფოტოჟურნალისტიკა - 8 აკადემიური საათი;
  • ეკოჟურნალისტიკა - 4 აკადემიური საათი.
III მიმართულება:
  • ვიდეო და აუდიო მონტაჟი - მონტაჟის ძირითადი პრინციპების შესწავლა სიუჟეტის ასაწყობად - 10 აკადემიური საათი.
სწავლის პარალელურად ყველა სტუდენტი გაივლის სტაჟირებას: 
  • საინფორმაციო ინტერნეტ პორტალზე სტაჟირება პირველივე თვიდან; 
  • სტაჟიორებს ეყოლებათ საკუთარი კურატორი;
  • ყველა ლექციის შემდეგ სტაჟიორი მოამზადებს დამატებით სტატიას შერჩეული საგნის მიხედვით;
  • ყველა სტაჟიორს ექნება მედია საშუალების ბეჯი, რომლითაც დაესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს გასაშუქებლად;
  • მათ, ვინც სრულად გაივლიან სამთვიან სასწავლო კურსს და სტაჟირებას, დამადასტურებელი საბუთის გარდა, გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რომელიც დაეხმარება სამსახურის მოძებნაში.
სასწავლო კურსის თითო მიმართულებისა რომელშიც შედის სტაჟირებაც შეადგენს თვეში 150 ლარს. ვიდეო და აუდიო მონტაჟის კურსი 200 ლარს.
 
სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე ეტაპობრივად. პროგრამის შედგენისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაზრის მოთხოვნა და სტუდენტების დღის განრიგი.
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.  სტაჟიორების შერჩევა - გასაუბრებით.
 
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები