GE
„ბალტიის ზღვის“ რეგიონის პროგრამა შვედეთში საწველების მსურველთათვის
შვედეთის პარლამენტის ახალი კანონის შესაბამისად, შვედეთში უმაღლესი განათლების მიღება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის  ფასიანი გახდა. „შვედურმა ინსტიტუტმა“ შეიმუშავა ახალი სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ე.წ. „ბალტიის ზღვის“ რეგიონის პროგრამა (Baltic Sea region Program/Visby Program). პროგრამა მოიცავს 2010-2013 წლის მაგისტრატურაში სწავლებას.

სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში „შვედური ინსტიტუტი“ აფინანსებს: უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში  ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევის და შვედეთში  მგზავრობის ხარჯებს.

განაცხადების შეტანა შვედურ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს  1 დეკემბრიდან 2012 წლის 31 იანვრამდე შემდეგ ვებ-გვერდზე: www.universityadmissions.se, სადაც მოცემულია შვედური ინსტიტუტებისა და სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.  აღნიშნულ ვებ-გვერდზე აპლიკაციის შეტანის შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაცხადის გაკეთება “ვისბის პროგრამის“ სტიპენდიის მოსაპოვებლად.

დეტალური ინფორმაცია შვედეთში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების პროცედურის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.studyinsweden.se
„შვედური ინსტიტუტი“აგრეთვე  სთავაზობს სტიპენდიებს საქართველოს წარმომადგენლებს სადოქტორო პროგრამებზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.studyinsweden.se/Scholarships/SI-scholarships/Visby-Program/PhD-and-post-doqtoral-studies/
 
გისურვებთ წარმატებას!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები