GE
ადამიანური რესურსების მართვა
ღირებულება: 240 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ადამიანური რესურსების მართვის კურსი მიმოიხილავს მასთან დაკავშირებულ თითოეულ მიმართულებას.

მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ტექნიკას და მექანიზმს, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის წარმატებით განსახორციელებლად. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია იქნება აბსოლუტურად პრაქტიკული და რეალურ სამუშაო პროცესში ადვილად გამოყენებადი.

ტრენინგის თემატიკა:
  • ადამიანური რესურსების მიზანი და ფუნქცია;
  • საკადრო პოლიტიკა და ადმინისტრირება;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • შრომის კოდექსი;
  • ორგანიზაციული კულტურა;
  • პერსონალის შერჩევა, აყვანა;
  • ორგანიზაციული კონფლიქტი/სტრესი და მისი მართვა;
  • შრომის კომპენსაცია;
  • მოტივაციის სისტემა;
  • თანამშრომლების შეფასება, შეფასების მეთოდები;
  • ტრენინგი და განვითარება.
ტრენერი: ანი გოცირიძე
დაამთავარა კავკასიის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. არის ლონდონის კომერციული სკოლის მაგისტრი.
ხელმძღვანელობდა სადაზღვეო კომპანია ალდაგი BCI-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. მუშაობდა ბანკი ქართუს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.ამჟამად ის არის ელიტ ელექტრონიქსის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 3 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 31 მაისი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი: 19:30 სთ. შაბათი: 12:00 სთ.

კურსების გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელები დამატებით მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები