GE
მარკეტინგის მენეჯმენტის კურსი
ღირებულება: 320 ლარი
ტრენინგის მიზანია, მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე, მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგული ქვედისციპლინების მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის შედარებით ანალიზს.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა;
  • მარკეტინგული გარემო;
  • სამომხმარებლო გარემო და მისი ზეგავლენა კლიენტების კმაყოფილებასა და მათი შენარჩუნების ხარისხზე;
  • ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება;
  • ფასწარმოქმნის სტრატეგია
  • მარკეტინგული მიქსის ჩამოყალიბება;
  • სეგმენტაცია/პოზიციონირება;
  • ახალი პროდუქტის შექმნა და განვითარება;
  • პროდუქტი და მომხმარებლის სტრატეგია;
  • რეკლამა;
  • გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
  • ეფექტური გაყიდვები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • მომხმარებელი, მომხმარებლის ქცევა და მისი მართვა;
  • მომხმარებლის ქცევის მოდელები და მოტივაცია;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ბრენდინგი.
ტრენერი: სულხან ლაცაბიძე - გააჩნია მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. სადაზღვევო და საბანკო სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის განხრით, არის ლონდონის კომერციის სკოლის და უელსის უნივერსიტეტის მაგისტრი.
ამჟამად არის "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მარკეტინგის მენეჯერი. ასწავლის მარკეტინგის ვრცელ კურსს "IBSU - ტრენინგ ცენტრსა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე.
 
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 18 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 16 სექტემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00
 
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები