GE
მარკეტინგის მენეჯმენტი
ღირებულება: 220 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის მიზანია მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მსმენელები გაეცნობიან მარკეტიგული ქვედისციპლინების მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის შედარებით ანალიზს.

ტრენინგის თემატიკა:
  • მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა;
  • მარკეტინგული გარემო;
  • სამომხმარებლო გარემო და მისი ზეგავლენა კლიენტების კმაყოფილებასა და მათი შენარჩუნების ხარისხზე;
  • ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება;
  • ფასწარმოქმნის სტრატეგია
  • მარკეტინგული მიქსის ჩამოყალიბება;
  • სეგმენტაცია/პოზიციონირება;
  • ახალი პროდუქტის შექმნა და განვითარება;
  • პროდუქტი და მომხმარებლის სტრატეგია;
  • რეკლამა;
  • გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
  • ეფექტური გაყიდვები
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • მომხმარებელი, მომხმარებლის ქცევა და მისი მართვა;
  • მომხმარებლის ქცევის მოდელები და მოტივაცია;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ბრენდინგი.
ტრენერი: სულხან ლაცაბიძე
მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. სადაზღვეო და საბანკო სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის განხრით, არის ლონდონის კომერციის სკoლის და უელსის უნივერსიტეტის მაგრისტრი.
ამჟამად არის „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მარკეტინგის მენეჯერი. ასწავლის მარკეტინგის ვრცელ კურსს „IBSU - ტრენინგ ცენტრსა“ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე.

კურსების გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელები დამატებით მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
 ტრენინგი ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00
  ტრენინგის დაწყების თარიღი: 14 ივნისი
 განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 17 ივნისი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები