GE

აღმაშენებლის ხეივანი 2, მე–13 კმ.           ტელ: +995 (32) 259 50 05/06/07
თბილისი, საქართველო                             ელ–ფოსტა: training@ibsu.edu.ge
                                                                         ვებ–გვერდი: http://ibsu.edu.ge
                                                                         ფეისბუქი: http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge  

მეტი
საგრანტო პროექტის წინადადების მომზადება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გთავაზობთ საგრანტო პროექტის წინადადების მომზადების კურსებს.
 
საგრანტო პროექტის საინტერესო, დეტალური და ხარისხიანი წინადადების მომზადება საკმაოდ შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას წარმოადგენს. მრავალი არასამთავრობო, კომერციული, სამთავრობო თუ საინვესტიციო ჯგუფის პრეროგატივა არის სწორად შერჩეული პრობლემის გასაუმჯობესებელი იდეის ან სულაც ინოვაციური იდეის სწორად ფორმირება და დამფინანსებლამდე მიწოდება. აქედან გამომდინარე, შეთავაზების შინაარსი და ხარისხი განსაზღვრავს პროექტის დამტკიცების წარმატებას.
 
ტრენინგი განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივ საინვესტიციო ჯგუფებისა და სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, რომელთაც უხდებათ საგრანტო პროექტის მომზადება და სურთ უნარების გაუმჯობესება, ან იმ პირთათვის, ვისაც მომავალში მოუხდებათ ამ საკითხებთან შეხება. აგრეთვე აქტიური პიროვნებებისათვის, რომლებიც უბრალოდ ფიქრობენ მსგავს პროექტებში ჩართვას.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • პრობლემის დასმა, გასაუმჯობესებელი იდეის ფორმირება;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა;
  • პროექტის ამოცანები და ინტერვენციის ჩარჩო (ლოგიკური ჩარჩოს აგება)
  • ადამიანური რესურსების განსაზღვრა;
  • სამუშაოს დროში განაწილებ, განტის ცხრილის აგება;
  • პროექტის ბიუჯეტის აგება;
  • პროექტის რისკების განსაზღვრა;
  • საპროექტო წინადადების დოკუმენტაციის გაფორმების წესები.
ტრენინგის ხანგრძლივობა 10 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 13 მარტი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 10 მარტი
 
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათი/პარასკევი: 19:00 – 21:00 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
 
ტრენერი ირინა ქიტიაშვილი
დაამთავრა George Washington-ის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი პროექტის მენეჯმენტში. 10 წლიანი გამოცდილება სხვა და სხვა კომპანიებში წამყვან პოზიციებზე. 7 წლიანი გამოცდილება ტრენინგებში, ბიზნესის ადმინისტრირების, საოპერაციო და პროექტის მენეჯმენტისა და ინკოტერმების განხრით. 2007-2013 მოღვაწეობდა CBS Consulting-ის მენეჯერად, ხოლო 2013 წლიდან დღემდე არის IDS Borjomi-ს ხარისხის მართვის დირექტორი. მრავალწლიანი გამოცდილება კომერციული გარიგებებისა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სავაჭრო ხელშეკრულებების კუთხით. მოღვაწებდა, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 2011 წლიდან არის IBSU ტრენინგ ცენტრის ტრენერი.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწლების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები