GE
ტრენინგი მარკეტინგსა და გაყიდვების მხარდაჭერაში
ღირებულება: 220 ლარი
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის მიზანია, მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე, მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგული ქვედისციპლინების მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის შედარებით ანალიზს.

ტრენინგის თემატიკა:
  • მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა;
  • მარკეტინგული გარემო;
  • სამომხმარებლო გარემო და მისი ზეგავლენა კლიენტების კმაყოფილებასა და მათი შენარჩუნების ხარისხზე;
  • ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება;
  • ფასწარმოქმნის სტრატეგია;
  • მარკეტინგული მიქსის ჩამოყალიბება;
  • სეგმენტაცია/პოზიციონირება;
  • ახალი პროდუქტის შექმნა და განვითარება;
  • პროდუქტი და მომხმარებლის სტრატეგია;
  • რეკლამა;
  • გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
  • ეფექტური გაყიდვები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • მომხმარებელი, მომხმარებლის ქცევა და მისი მართვა;
  • მომხმარებლის ქცევის მოდელები და მოტივაცია;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
  • ბრენდინგი.
ტრენერი: სულხან ლაცაბიძე: მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება; სადაზღვევო და საბანკო სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება; დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის განხრით; არის ლონდონის კომერციის სკოლის და უელსის უნივერსიტეტის მაგისტრი მარკეტინგში; ამჟამად არის "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი. ასწავლის მარკეტინგის ვრცელ კურსს "IBSU - ტრენინგ ცენტრში" და "IBSU School of Public Relations"-ში.

კურსების გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტის ორენოვან სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელები დამატებით მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ
ტრენინგი ჩატარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00
ტრენინგის დაწყების თარიღი: 13 მაისი, 2013წ
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2013წ.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები