GE
ფოტოგრაფიის პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 1000 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და Art Factory of GIPA ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ მარიამ ნაკანი-მამასახლისის საავტორო შემოქმედებით პრაქტიკულ კურსს ფოტოგრაფიაში.
 
პროგრამის შესახებ:
კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ფოტოგრაფიის სხვადასხვა მიმდინარეობებსა და მიმართულებებს, ასევე, ფოტოაპარატის აგებულებას და მისი ცალკეული სტრუქტურული ელემენტების დანიშნულებას. სწავლის განმავლობაში სტუდენტები შეასრულებენ შემოქმედებით, მხატვრულ, სტუდიურ და სარეკლამო ფოტოგადაღებებს.
 
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს განუვითარდებათ შემდეგი უნარები: შემოქმედებითი აზროვნება, პრაქტიკული სამუშაოს მართვა და შემდგომში ამ სამუშაოს შეფასება, შემოქმედებითი ფოტო-პროექტის პრეზენტაცია და საკუთარი კრეატიული ხედვის მართებულობაში დარწმუნება.
 
კურსი განკუთვნილია დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის.
სასწავლო კურსის ფორმატი: ლექცია - ვორქშოფი
 
პროგრამის აღწერილობა:
  • ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნების დარგი, ისტორია და განვითარება
  • ფოტოკამერის სახეები, მექანიკური და ოპტიკური მოწყობილობა
  • ექსპონომეტრია; დიაფრაგმა, დაყოვნება და შუქმგრძნობელობა
  • ფოკალური მანძილი
  • ფოკუსის სიღრმე
  • ფერი, კელვინი, თეთრის ბალანსი
  • პორტრეტი; ავტოპორტრეტი - გადასაღები ობიექტის ინდივიდუალური თავისებურებები და შუქის რეგულირება; კონტრასტი და ფერი, ხასიათის შექმნის ზოგადი ტაქტიკა
  • სტუდიური განათება; სტუდიური ფოტო; ხელოვნური განათება, აქსესუარები
  • მოდის ფოტოგრაფია
  • სარეკლამო ფოტო
  • გასვლითი ლექცია
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 13 კვირა. სწავლა დაიწყება 2016 წლის 22 იანვარს.
ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, პარასკეობით 19:00-დან 22:00 საათამდე. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  17 იანვარი.
კურსის მოცულობა: 40 საათი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
 
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
  • ფინალური ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტის მომზადება და წარდგენა
სალექციო პროცესის დროს, სტუდენტების მიერ გადაღებული საუკეთესო ფოტოების წარდგენა მოხდება ჯიპას სტუდენტურ გამოფენაზე
 
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – 220101850N
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL
 
მისაღები პროცედურები:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისისთან (18 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით).
შერჩევის კრიტერიუმები:
  1. მოტივაცია
  2. სამუშაო გამოცდილება
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 20%
  2. GIPA-ს სტუდენტებისთვის - 20%
  3. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
  4. სტუდენტებისათვის - 10%
  5. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის (სამი და მეტი შვილი) - 10%
საკონტაქტო პირი: ნინო ქოჩიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები