GE
HR მენეჯმენტი

სმარტ აკადემია გთავაზობთ HR მენეჯმენტის კურსს.

ეს კურსი არის მოქმედი HR სპეციალისტებისთვის, მენეჯერებისთვის, მენეჯმენტის მიმართულების სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ადამიანური რესურსების სწორად მართვა.

სალექციო კურსს გაუძღვება სალომე ზირაქაძე, რომელიც 2013 წლიდან მუშაობს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სხვადასხვა პროფილის კომპანიებში, 2017 წლიდან კი თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან, ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.სალომე ახლა „ევექსი კლინიკები“-ს პერსონალის შერჩევის და ორგანიზაციული განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციაზე მუშაობს.

სალექციო კურსის მსვლელობისას თქვენ შეისწავლით:

  • ადამიანური რესურსების მოზიდვის, განვითარების და მართვის მიდგომებს და ტექნიკა/ტექნოლოგიებს;
  • ადამიანური რესურსების (პერსონალის) საქმიანობის შეფასების მეთოდებს;
  • შრომითი ურთიერთობების და საკუთარი პროფესიული განვითარების ეფექტურად წარმართვას;
  • სამუშაო გარემოში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას თეორიული საკითხების შესწავლისა და პრაქტიკული ქეისების გამოყენებით;
  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციების გაანალიზებას.

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები