GE
სამაგისტრო პროგრამები პოლიტიკურ მეცნიერებაში, 2015–2016 წ.
ტარტუს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის და სახელმწიფოს მართვის ინსტიტუტი (ესტონეთი) აცხადებს მიღებას სამ სამაგისტრო პროგრამაზე, რომლებიც  ინგლისურ ენაზე ისწავლება.
კონკურსანტებისთვის ხელმისაწვდომია სტიპენდიები და საგანმანათლებლო გრანტები სამივე პროგრამაზე. ყველაზე კვალიფიციურებს და მოტივირებულებს არ მოუწევთ სწავლის საფასურის გადახდა, ხოლო ზოგიერთებმა შეიძლება მიიღოს სტიპენდია საცხოვრებელი ადგილის და სხვა ხარჯების დასაფარად.
 
რატომ უნდა ისწავლონ ქართველებმა ტარტუში, ესტონეთში?
  • ესტონეთი სთავაზობს ძალიან კარგ განათლებას. ტარტუს უნივერსიტეტი მიეკუთვნება მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა 3%-ს (Times Higher Education World University Rankings 2013-14). 2011 წელს, ტარტუს უნივერსიტეტი აგრეთვე დასახელდა, როგორც ‘აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატი მსოფლიო დონის უმაღლესი დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად’. 
  • აკადემიური ხარისხის მიღება ტარტუს უნივერსიტეტიდან არის ფინანსურად მომგებიანიც, რადგან თქვენ იღებთ მაღალი დონის ევროპულ განათლებას ხელმისაწვდომ ფასად.
  • ესტონეთი  არის  ყველაზე წარმატებულ რეფორმატორი ქვეყანა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, აქედან გამომიდინარე, იგი შეიძლება  მისაბაძი მაგალითი იყოს საქართველოსთვის.
  • ესტონეთსა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს - თანამშრომლობა ჩვენს ქვეყვებს შორის ვითარდება მრავალ სფეროში -პოლიტიკისა და განვითარების სფეროებიდან დაწყებული კულტურით დამთავრებული.  ამის ნთელი მაგალითი ესტონურ-ქართული პროდუქტი - ფილმი  ,,მანდარინები’’.
  • ესტონეთი უსაფრთხო, ძალიან სუფთა და დინამიკურად განვითარებადი ქვეყანაა, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ასევე ელექტრონული  მართვის სისტემითა (e-government) და უსადენო ინტერნეტით (WiFi) ესტონეთის თითქმის ყველა წერტილში.
  • ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამების ფარგლებში არსებობს სხვადასხვა მობილობის შესაძლებლობა - თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სასწავლებლად ერთი სემესტრით ან ერთი წლით ჩვენს პარტნიორ ნებისმიერ უნივერსიტეტში, მიიღოთ მონაწილეობა საზაფხულო და ზამთრის სკოლებში, გაიაროთ სტაჟირება და ა.შ.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ღირს ტარტუს უნივერსიტეტში სასწავლებლად წასვლა, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე
ჩვენ ვიღებთ განაცხადებს  ყველა დისციპლინისა თუ გამოცდილების მქონე აპლიკანტისგან. ყველა პროგრამა  შედგება მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებისა და ტრენინგებისგან, რომლებიც ეფექტურად ამზადებენ სტუდენტებს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში, ასევე აკადემიურ სფეროში წარმატებული კარიერის დასაწყებად.
 
დაიწყე შენი წარმატებული კარიერა და მიეცი შენს თავს ახალი გამოცდილების მიღების საშუალება -  შეავსე განაცხადი ახლავე!
 
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 16 აპრილი, 2015
 
პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მაილი ვილსონ, სტუდენტური კოორდინატორი, maili.vilson@ut.ee
 
ამასთანავე, შეგიძლიათ მიმართოთ ტარტუს უნივერსიტეტის ,,სტუდენტურ ელჩებს” რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მოიპოვოთ ტარტუში საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვტ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები