GE
ტრენინგები სამოქალაქო სამართლის საფუძვლებში
Training Room აცხადებს მიღებას ტრენინგზე - სამოქალაქო სამართლის საფუძვლები
 
ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩააბარებთ გამოცდას და საუკეთესო მსმენელები გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა კერძო კომპანიაში.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. საუკეთესო მსმენელები მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს!
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი, 6 შეხვედრა, (კვირაში 2- ჯერ, 2 საათი)
ღირებულება 180 ლარი, მეგობრის მოყვანის შემთხვევაში - 150 ლარი
დასაწყისი 5 დეკემბერი, ორშაბათი, პარასკევი 18:00
 
ტრენინგი არის ორენოვანი - იკითხება ქართულ და ინგლისურ ენებზე და მოიცავს:
  • სამოქალაქო უფლება და მისი განხორციელების წინაპირობები (ფარგლები, ვადები, ხადაზმულობა)
  • სამოქალაქო სამართლის ობიექტი;სამოქალაქო სამართლის სუბიექტები;
  • გარიგება და მისი სახეები;წარმომადგენლობა;
  • ქონების ცნება, მისი სახეები, შეზღუდული და აქცესორული უფლებები, ნივთისა და უფლების ნაყოფი;
  • სახელშეკრულებო სამართალი (ნასყიდობა, ნარდობა)
  • სახელშეკრულებო სამართალი (ქირავნობა, იჯარა)
  • სახელშეკრულებო სამართალი (ჩუქება, თხოვება, სესხი)
  • სახელშეკრულებო სამართალი (გირავნობა, იპოთეკა)
  • ინიდივდუალური/ჯგუფური სამუშაოები;
  • სიმულაციური თამაშები; ქეისები
  • წამახალისებელი საჩუქარი სიმულაციურ თამაშებში გამარჯვებულთათვის;
  • გამოცდა - ტრენინგის ბოლოს
რატომ ირჩევენ ტრენინგ რუმს?
  • საუკეთესო ფასად გადიხართ საინტერესო და მრავლის მომცველ პრაქტიკულ კურსს
  • კურსის დასრულების შემდეგ იღებთ ორენოვან სერთიფიკატს
  • საუკეთესო მსმენელები გადიან სტაჟირებას სხვადასხვა კერძო კომპანიაში და იღებთ სარეკომენდაციო წერილს
  • იღებთ ახალ შესაძლებლობებს
  • მეტი სანაცნობო წრე, გამოცდილება
ჩვენ:
  • გაძლევთ პრაქტიკულ ცოდნას,
  • გაძლევთ შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს,
  • გეხმარებით მიზნების მიღწევასა და გეგმების განხორციელებაში,
  • ვაღვივებთ თქვენს ინტერესს კონკრეტულ სფეროში
ტრენინგს წარმართავს ტრენერი სოფო ბოლქვაძე - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი (University of Georgia (UG)), იურიდიული ფაკულტეტი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოებისთვის, სასწავლო კურსი; 2016-დღემდე ტრენერი შპს "ტრენინგ რუმი"; 2015 ტრენერი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); 2014-2016 შპს "ჯეჯილი", უმცროსი იურისტი; 2009 - Innovative Technologies and Cross Cultural Dialogue for Quality Education , საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი; საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი კაიროში, მე-16 ყოველწლიური კონფერენცია და მე-13 ახალგაზრდული სამიტი.
 
აქციე ცოდნა საქმედ!
 
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები