GE
ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვაში
ღირებულება: 1125 ლარი
ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ერთობლივ ორმაგი ხარისხის ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე მიგრაციის მართვაში.
                                            
მიგარციის მართვის სამაგისტრო პროგარამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: “მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის” ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით. 
 
მაგისტანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - იწარმოებს 2016 წლის 29 აგვისტოდან - 2 სექტემბრის ჩათვლით
 
სწავლის საფასური – სემესტრულად შეადგენს 1125 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად (ყოველი სემესტრის დასაწყისში და ბოლოს); ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი. მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ასევე მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების შიდასაუნივერსიტეტო რეგულაციები
 
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
 
სამაგისტრო პროგრამაზე დაიშვება პირი რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, წარმატებით გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვარს (A, B ან C ტიპის ტესტი), ჩააბარებს წერით გამოცდას სპეციალობაში (ზოგადი ცოდნა მიგრაციის შესახებ) და გამოცდას ინგლისურ ენაში (ენის B2დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი გათავისუფლდება უცხო ენის გამოცდისაგან).
 
საერთო სამაგისტრო პროგრამის ინტერდისციპლინურობიდან გამომდინარე პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე შეუძლიათ როგორც A ასევე B ან C ტიპის ტესტის ჩაბარება. 
 
 
IvaneJavakhishvili Tbilisi State University and Georgian Institute of Public Affairs (GIPA) are pleased to launch call for applications for the admission on Joint Interdisciplinary MA Program in Migration Management.
 
The Program is established within the framework of the Tempus Project: “Migration and Higher Education Developing Skills and Capacities”, with participation of 16 Universities and International Organizations from EU and South Caucasus Region.
 
For detailed information about the admission criteria and respective deadlines please contact us: Nino Parsadanishvili 599 65 95 77;nino.parsadanishvili@tsu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები