GE
საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტია (დაარსდა 2004 წელს), თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისთვის საქართველოს  საუნივერსიტეტო სივრცეში ლიდერი უნივერსიტეტია და საუკეთესო ქართულ უნივერსიტეტებს შორის მოიაზრება. "სუ" სტუდენტებს სთავაზობს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებთან ერთობლივად შემუშავებულ თანამედროვე, საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამებს; სტაჟირებებს საქართველოში და საზღვარგარეთ, საქართველოში ერთერთ საუკეთესო საუნივერსიტეტო  ბიბლიოთეკას, ენების სასწავლო ლაბორატორიას, საკუთარ არქეოლოგიურ ბაზასა და ტელესტუდიას, რობოტოტექნიკის ლაბორატორიას, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს და სხვა.
 
საქართველოს უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა  და წარმატებული საქმიანობით, ხელს შეუწყობენ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, რასაც საერთაშორისო  კვალიფიკაციის მქონე  ლექტორები, თანამედროვე  ტექნიკური აღჭურვილობა და კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყოფს.
 
საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, უმაღლესი პროფესიული პროგრამები, სერტიფიცირებული ტრეინინგ-კურსები, ბიზნესის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მართვის, სამართლისა და ჯანდაცვის, ენების სწავლების მიმართულებით.
 
საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იღებს იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც მას  ადგილობრივ და საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრებისა და წარმატების მიღწევის საფუძველს უქმნის.