GE
კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის სადიპლომო და სასერტიფიკატო კურსი

კურსის გავლა შესაძლებელია ქუთაისში, თბილისში, გორში, თელავსა და ბათუმში.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

კომპიუტერის აპარატურულ მხარეს (კომპიუტერის კომპონენტებს, მათი მუშაობის პრინციპებს, თავსებადობას, დიაგნოსტიკას და აპარატურული პრობლემების აღმოფხვრას). პერიფერიული მოწყობილობების (მაგ. პრინტერი, სკანერი) დაკავშირებას და ქსელში გაზიარებას. ასევე უსაფრთხოების სისტემების (ვიდეო კამერების) გამართვას, ჩაწერას (DVR/NVR) და დაშორებულად წვდომას.

ოპერაციულ სისტემებს - ოპერაციული სისტემის სტრუქტურა და ფუნქციები (Windows 7/8/8.1/10), ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა, ადმინისტრირება, სისტემასთან მუშაობის პროცესში შექმნილი პრობლემის გასწორება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

Windows-ის სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია, გამართვა, Active Directory, Domain controller, DHCP, DNS, FTP, Print სერვერების გამართვა. Group police, DFS, drive maps, quotes.

კომპიუტერული ქსელები - ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელის დაგეგმვა, აგება და მონტაჟი; სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების (Router, Switch) კონფიგურაცია, გამოყენება, ქსელური პროტოკოლები, ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა (CCNA – სრული კურსი)

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორის დიპლომთან ერთად მიიღებს Cisco IT Essentials და Cisco CCNA-ს საერთაშორისო სერტიფიკატებს.

მსმენელი მიიღება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები