„მოგზაურობა ჯუნგლებში“ – სახალისო ვიქტორინა მეორეკლასელებისთვის
ავტორი: სოფიო ბოცვაძე-ნარიმანიძე – „ინოვაციების სკოლის“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
მეორეკლასელებისთვის გთავაზობთ ვიქტორინას, სახელწოდებით, „ინოვაციური მოგზაურობა ჯუნგლებში“, რომელიც შექმნილია The Jungle Book – მაუგლის ისტორიის მიხედვით.
რესურსი დამზადებულია ჩემი პატარებისა და ზოგადად, ყველა პატარისთვის. მინდოდა, მაუგლი სამაგალითო ყოფილიყო მათთვის და მიებაძათ მისი მეგობრობის, გამბედაობის, ზრუნვისა და პატივისცემისთვის.
იხილეთ: ვიქტორინა – „ინოვაციური მოგზაურობა ჯუნგლებში“
მაუგლის ისტორია უბრალოდ ზღაპარი არ არის, ის გასწავლით:
- სიკეთისა და ბოროტების გარჩევას
- პასუხისმგებლობის გრძნობას
- ბუნების სიყვარულს
- დამოუკიდებლობასა და სიმამაცეს
- ხელს უწყობს ემოციურ განვითარებას
- ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას
ჯუნგლების სამყაროში მოგზაურობა ავითარებს ფანტაზიასა და კითხვის სიყვარულს მოსწავლეებში.
ასევე იხილეთ:
გამოიცანი ფერები, ფორმები და ფიგურები – უნივერსალური ვიზუალური რესურსი მოსწავლეებისთვის
„გამოთვალე და გააფერადე“ – სახალისო მათემატიკა პირველკლასელებისთვის