GE

კომპანიის შესახებ

Aris.ge- განათლება ეს არის ერთადერთი საგანმანათლებლო ვებ-გვერდი საქართველოში, რომელიც უკვე 9 წელზე მეტია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. წლების განმავლობაში ჩვენ გავიზარდეთ, გავფართოვდით და ვემსახურებით ისევ და ისევ განათლებას.

ჩვენი მიზანი
მოსწავლეების, მათი მშობლების, სტუდენტებისა თუ პედაგოგებისათვის შევქმნათ ერთიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მათ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიების გარდა, შთაბეჭდილებებისა და მოსაზრებების გაზიარებაც შეეძლებათ. ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაციას.

ჩვენი ამოცანები
დროულად და ხარისხინად გავაშუქოთ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, განათლების სფეროთი დაინტერესებულ ინტერნეტ მომხმარებელს მივაწოდოთ სანდო, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია.

Aris.ge – განათლება მომხმარებლისათვის:
ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენთვის საინტერესო არაერთი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ: სიახლეები განათლების სფეროში, ტრენინგები და სასწავლო კურსები, ვაკანსიები, სკოლების კატალოგი, გაცვლითი პროგრამები, ვიდეოლექციები, პრეზენტაციები.

  • ჩვენ ობიექტურად ვაშუქებთ ყველა იმ სიახლეს, რაც განათლების სფეროში ხდება;
  • ჩვენ ვკრებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც განათლებით დაინტერესებული ადამიანებისთვის არის საჭირო;
  • ჩვენ გაწვდით რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ წინსვლაში
  • ჩვენ გვაქვს ორმხრივი კომუნიკაცია თქვენთან: ვიღებთ რჩევებსა და მოსაზრებებს და მუდმივად ვცდილობთ გაუმჯობესებას. იმეგობრეთ ჩვენთან და გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები თუ წინადადებები: https://www.facebook.com/edu.aris.ge

Aris.ge – განათლება თქვენი ბიზნესისთვის
ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ კერძო და სახელმწიფო საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან. ჩვენ კარგად ვიცნობთ თქვენ მომხმარებლებს და მზად ვართ გამოვიყენოთ მათთან ურთიერთობის ექვსწლიანი გამოცდილება. ჩვენთან შესაძლებელია, შეარჩიოთ სასურველი მომსახურება და გამოიყენოთ უნიკალური სარეკლამო წინადადებები: გაეცანით მომსახურებათა კონსტრუქტორს და თავად შეარჩიეთ ოპტიმალური ვარიანტი: http://edu.aris.ge/calc/

თუ თქვენთვის საინტერესოა იყოთ იქ სადაც „აქტუალური“ თემა განათლებაა, სადაც არიან მოსწავლეები და მათი მშობლები, სტუდენტები, მასწავლებლები, ლექტორები და ისინი ვისაც უბრალოდ აინტერესებს სასარგებლო თუ ინტელექტუალური თემები, არ დააყოვნოთ! ჩვენ მოხარულნი ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური