GE
აკადემიური ინგლისურის შემსწავლელი პროგრამა
P/T/G გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს აკადემიური ინგლისურის კურსებს ჯგუფური და ინდივიდუალური პროგრამებით.
თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი C2 (Advance) დონის შემდეგ უფასოდ ჩააბაროთ ToEIC (Test of English for International Communication) - ის საერთაშორისო ტესტი.
TOEIC-ის საერთაშორისო სერთიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლის გასაგრძელებლად (მაგ. უცხოურ უნივერსიტეტებში) და სამსახურში დასაწინაურებლად როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.
აკადემიური ინგლისურის შემსწავლელი პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ ან საქართველოში.
ამ პროგრამის საშუალებით თქვენ უფრო ღრმად შეისწავლით და დახვეწავთ ინგლისურ ენას, რაც შემდგომ გამოგადგებათ ტესტებისთვის წარმატებით მომზადებაში ან სამსახურში სადაც მოთხოვნილია ინგლისური ენის კარგი ცოდნა ან/და ინგლისურად წერის მაღალი კულტურა.
ჩვენთან სწავლის უპირატესობებია:
  • მოსწავლეთა მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინება;
  • მცირერიცხოვანი, ფოკუსირებული ჯგუფები;
  • უფასო სასწავლო მასალები;
  • სწრაფი პროგრესი, რაც მოწმდება შუალედური ტესტებით;
  • ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეცადინო გარემო;
  • სწავლების ხელმძღვანელი, რომელიც მთელი სასწავლო პროგრამის მანძილზე გაუწევს მონიტორინგს მოსწავლის წარმატებას;
  • გაკვეთილები ჩატარდება როგორც დღის ასევე საღამოს საათებში, შაბათ-კვირის ჩათვლით.
საფასური თვეში ჯგუფურ მეცადინეობებზე:
  • Starter - 175ლარი/თვეში - 15%;
  • Elementary - 175ლარი/თვეში - 15%;
  • Pre Intermediate - 175ლარი/თვეში-15%;
  • Intermediate - 175ლარი/თვეში - 15%;
  • Upper Intermediate - 175ლარი/თვეში - 15%;
  • Advance - 175ლარი/თვეში - 15%.
მთლიანი კურსის საფასური ინდივიდუალურ მეცადინეობებზე:
  • Starter - 750ლარი - 28%;
  • Elmentary - 750ლარი - 28%;
  • Pre Intermediate - 750ლარი - 28%;
  • Intermediate - 750ლარი - 20%;
  • Upper Intermediate - 750ლარი - 20%;
  • Advance - 750ლარი - 20%.
ფასდაკლება გაგრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით.
P/T/G არის დიდი ბრიტანეთის University of Chester, Schiller International University, Kaplan Aspect, Eckersley Oxford, Millenium City Academy და Regent's College London - ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ მსურველებს პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები