ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - MBA
- საუკეთესო, კეთილმოწყობილი და კომფორტული სასწავლო გარემო – საუკეთესო ინტეირერი და ექსტერიერი, კომფორტული და კეთილმოწყობილი აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, კეთილგანწყობილი პროფესიონალი კადრები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
- თანამედროვე და მაქსიმალურად ეფექტური სწავლების მეთოდები – თეორიული და პრაქტიკული სწავლების კომბინირება, ლექციების ინტერაქტიული და ცასე სტუდყ ფორმატი, სტრატეგიული ბიზნეს სიმულაციები და საქმიანი თამაშები, შეხვედრები და მასტერკლასები ბიზნესმენებთან და მენეჯერებთან. სასწავლო პროცესში გამოიყენება უახლესი ვიდეო და აუდიო, საპრეზენტაციო და საილუსტრაციო ტექნიკური საშუალებები.
რას ისწავლით?
- პრაქტიკულ ცოდნას ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებისა, რომელიც მოიცავს დაგეგმვას, მართვას, ანალიზს და კონტროლს;
- კრიტიკულ აზროვნებას, ანალიზს, ინტერპრეტაციას, რათა შეგეძლოთ მოიპოვოთ, შეაფასოთ, გაანალიზოთ არსებული ინფორმაცია და მოძებნოთ არსებული პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური გზები;
- ბაზარზე ორიენტირებულ, კვლევით და ანალიტიკურ აზროვნებას; ინტერპრერირებისა და სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციებში მართებულად გარკვევის მეთოდებსა და საშუალებებს;
- საკუთარი თავისა და შრომის შედეგის პრეზენტირების უნარს;
- ადამიანურ რესურსებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას, რაც აუცილებელია წარმატებული მენეჯერებისა და ლიდერებისათვის.
პროგრამის სხვა გამორჩეული მახასიათებელი
- პროფესიული პრაქტიკები წამყვან ფირმებსა და ორგანიზაციებში – სწავლების მეორე წელს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკა საქართველოს წამყვან ბიზნეს კომპანიებში ბანკებსა და სადაზღვევო-საფინანსო ორგანიზაციებში;
- სასწავლო მასალით უზრუნველყოფა - აკადემიური პროგრამის გარკვეულ დისციპლინებში CAC უზრუნველყოფს სტუდენტს სასწავლებლის აკადემიური პერსონალის მიერ დამუშავებული სასწავლო მასალით, რომლის ფასი შედის სწავლის ღირებულებაში.
- სასწავლო კურსის ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის სრულყოფილად დაუფლებისათვის საჭიროა ინგლისური ენის Upper Intermediate დონე.
- მოხერხებული სასწავლო გრაფიკი – სასწავლო განრიგი აგებულია ისე, რომ სტუდენტმა შესძლოს სწავლის სამსახურთან შეთავსება;
- მოქნილი გადახდის პირობები – სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
სწავლების შესაძლებლობა
- მათ, ვისაც არ აქვთ განათლება ბიზნესის სფეროში, ბიზნეს ადმინისტირირების სამაგისტრო პროგრამა აძლევს შესაძლებლობას მიიღოს შესაბამისი ცოდნა და აკადემიური ხარისხი ბიზნესის მართვაში.
- სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებსაც სჭირდებათ ცოდნის გაუმჯობესება ან სრულყოფა ინგლისურ ენაში, სი ეი სი სთავაზობს შესაბამის სასწავლო კურსებს.
პროგრამა ორიენტირებულია მათთვის:
- ვისაც სჭირდებათ განათლების მიღება ან კვალიფიკაციის ამაღლება კარიერული ზრდის და/ან ბიზნესის წარმატებით მართვისათვის;
- ვისაც აქვს სურვილი დაეუფლონ ბიზნესის მართვისათვის აუცილებელ უახლეს ტექნოლოგიებს;
- ვისაც აქვს სურვილი გაიმყარონ მიღებული ცოდნა რეალური და იმიტირებული პრობლემებისა და სიტუაციების განხილვის საფუძველზე.
აიმაღლეთ კვალიფიკაცია, რომ თქვენი ცოდნა იყოს პროფესიული მოთხოვნების ადეკვატური!
სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA) მსმენელებს სთავაზობს სპეციალიზაციის არჩევანს სამ მიმართულებაში:
- ბიზნესის მენეჯმენტი;
- მარკეტინგის მენეჯმენტი;
- ფინანსების მენეჯმენტი.
- სწავლების გრაფიკი: კვირაში ოთხჯერ – 2.5სთ.
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო /MBA/ პროგრამაზე პირველი წლის განმავლობაში სტუდენტი გაივლის სრულ კურსს თანამედროვე ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში.
- სწავლის მეორე წელს სტუდენტი ირჩევს სპეციალიზაციის სფეროს და მას წაეკითხება სპეც. კურსები მის მიერ არჩეულ სპეციალობაში
- ფინალურ (VI) ტრიმესტრში მაგისტრანტი გადის სასწავლო პრაქტიკას საქართველოს წამყვან ფირმებსა და ორგანიზაციებში და სამაგისტრო პროექტის დაცვის შემდეგ მიენიჭება ბიზნესის მართვის მაგისტრის (MBA) აკადემიური ხარისხი.
მიღების წინაპირობები:
- მაძიებელს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი (სასურველია შესაბამის დარგში -ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში, ან გავლილი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებელი კურსი);
- სასურველია ჰქონდეს მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ბიზნეს კომპანიაში;
- უნდა ჩააბაროს ბიზნესის დისციპლინების კომპლექსური ტესტი, ტესტი ინგლისურ ენაში და გაიაროს გასაუბრება.
MBA პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- მსმენელის განცხადება;
- ბაკალავრის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლები;
- ცოდნის და უნარ-ჩვევების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია დიპლომებისა და სერტიფიკატებისა ასლები;
- ორი ფოტოსურათი 3 x 4;
- CV.
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.
I ეტაპზე საბუთების მიღების ბოლო ვადაა 18 ივლისი, 2009წ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა!
I ეტაპზე საბუთების მიღების ბოლო ვადაა 18 ივლისი, 2009წ.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს