GE
სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში: ბიზნეს მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი და ფინანსების მენეჯმენტი
ღირებულება: 5900 ლარი

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის /MBA/ საერთაშორისო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტთა მომზადება ბიზნესის წარმატებით მართვისათვის აუცილებელი ცოდნით, ჩამოუყალიბოს მათ ლიდერობისა და ხელმძღვანელობის, გადაწყვეტილების მიღებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა მოიცავს სამ მიმართულებას:

  1. ბიზნეს მენეჯმენტი;
  2. მარკეტინგის მენეჯმენტი;
  3. ფინანსების მენეჯმენტი;
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის კურიკულუმი დაფუძნებულია ECTS -ზე (European Credit Transfer System).
  • სწავლების ენა არის ქართული, მაგრამ სასწავლო კურსის სრულყოფილად დაუფლებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის strong Intermediate დონე.
  • სასწავლო განრიგი აგებულია ისე, რომ დასაქმებული სტუდენტი არ მოსწყდეს სამუშაოს.



მიღების წინაპირობები:
კავკასიის აკადემიური ცენტრის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაში სასწავლებლად სტუდენტს უნდა ჰქონდეს:

  • მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი სასურველია შესაბამის დარგში (ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში), ან გავლილი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებელი კურსი;
  • სასურველია ჰქონდეს მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ბიზნეს კომპანიაში; 
  • წარმატებით ჩააბაროს ბიზნეს დისციპლინების კომპლექსური ტესტი, ტესტი ინგლისურ ენაში და გაიაროს გასაუბრება.


MBA პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • მსმენელის განცხადება;
  • ბაკალავრის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ახლები;
  • ცოდნის და უნარ–ჩვევების შეფასებისათვის მნიშვნელოვანი დიპლომების, სერტიფიკატებისა და ა.შ. ასლები;
  • ორი ფოტოსურათი 3 x 4;
  •  CV.

სწავლების ერთი წლის ღირებულება –5900 ლარი

 საბუთების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი 2008წ.
სწავლის დაწყების სავარაუდო თარიღი: 29 სექტემბერი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები