GE
აუდიტის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები
ღირებულება: 1200 ლარი
"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" აცხადებს მიღებას ზოგადი, საბანკო, საფონდო და სადაზღვევო აუდიტის გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე.

მიზნობრივი ჯგუფი: კერძო და სახელმწიფო სექტორში მომუშავე ეკონომისტები, ბუღალტრები, იურისტები.

კურსის აღწერა:
კურსის განმავლობაში შეისწავლება ოთხი მოდული:
  • ფინანსური აღრიცხვა (მეორე დონე)
  • ახალი საგადასახადო კოდექსი
  • კერძო (ბიზნეს) სამართალი
  • აუდიტი.
კურსი მთლიანად აგებულია პროგრამაზე, რომელიც მოწოდებულია პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს მიერ. სასწავლო პროცესი 100%-ით ორიენტირებულია გამოცდის წარმატებით ჩაბარებაზე. გამოცდები ტარდება როგორც სასწავლო ცენტრში, ასევე პარლამენტთან არსებულ აუდიტორულ საბჭოში.

კურსს კითხულობენ:
ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები, აუდიტორები, პრაქტიკოსი სპეციალისტები და პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს კომისიის წევრები.

1. საგადასახადო კოდექსის ლექტორი - კოსტანტინე გორბატკოვი (საგადასახადო საქმის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი, აუდიტორი, ეკონომიკის დოქტორი);

2. ბუღალტრული აღრიცხვის ლექტორი - ნადეჟდა კვატაშიძე (ფინანსური აღრიცხვის ლექტორი, პროფესორი, წიგნების "ფინანსური აღრიცხვა - II დონე" და "ფინანსური და კორპორაციული აღრიცხვის" თანაავტორი);

3. ზოგადი აუდიტის ლექტორი - ფრიდონ ბურდული (ზოგადი აუდიტის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი, აუდიტორი, ეკონომიკის დოქტორი);

4. კერძო სამართალის ლექტორი - ოთარ მაჭარაშვილი (კერძო სამართლის სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი, ს/ს "ინვესტ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსი).

ბენეფიტები და უპირატესობები:
  • პროგრამა მოწოდებულია აუდიტორული საბჭოს მიერ;
  • გეძლევათ უნიკალური შანსი ერთი გამოცდის საფუძველზე ერთდროულად აიღოთ ზოგადი, საბანკო, სადაზღვევო და საფონდო აუდიტის წოდება;
  • აღნიშნული კურსისა და პრაქტიკული აუდიტის კურსის აღების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 300 ლარიან ფასდაკლებას;
  • მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან უახლესი ნორმატიული აქტებითა და სამუშაო მასალებით;
  • კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი;
  • ჩვენს კურსდამთავრებულებს, ცენტრის ბაზაზე არსებული აუდიტორული კომპანია "როიალ აუდიტი" გაგიწევთ უფასო კონსულტაციების გაწევას საგადასახადო საკითხებზე.
აუდიტორული კომპანიების საყურადღებოდ: გადაამზადეთ თქვენი კადრები ამ პროგრამით, დააბანდეთ თქვენი ორგანიზაციის რესურსი მიზანმიმართულად, მიაღწიეთ საუკეთესო შედეგებს. "კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" მოამზადებს თქვენთვის მისაღებ სპეციალურ წინადადებას.

ჩვენს შესახებ:

"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრის" მისიაა ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს, გააძლიეროს საქართველოში აუდიტისა და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები და ამით თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ეკონომიკის განვითარების საქმეში, უმაღლესი ხარისხის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებითა და შემდგომი განვითარების დაჩქარებით.
იხილეთ ცენტრის მიღწევები: http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=384%3Amightsevebi&catid=150%3Amightsevebi&Itemid=342&lang=ka-GE

ჩვენთან თქვენ დაგხვდებათ სწავლისათვის კომფორტული გარემო და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები: http://icqe.ge/index.php?option=com_nicegallery&view=categories&category=8&Itemid=196&lang=ka-GE

კურსის ხანგრძლივობა: 10 შაბათ-კვირა.
გადახდა შესაძლებელი ეტაპობრივად
ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას (თითო მოდული 3 საათის ხანგრძლივობით).

მოთხოვნები:
ზოგადი აუდიტის გამოცდებზე გასვლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ იურისტის ან ეკონომისტის კვალიფიკაცია და გააჩნდეთ მუშაობის 5 წლიანი სტაჟი.

რეგისტრაციისათვის მსურველებმა უნდა შემოიტანონ შემდეგი საბუთები:
  • დიპლომის ასლი
  • CV
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • 2 ფოტო ¾
  • შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სამუშაო ადგილიდან.
რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები