GE
საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი
2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ,,კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი“ იწვევს: კომპანიის ბუღალტერებს, ფინანსურ მენეჯერებს,  ეკონომიკური და იურიდიული სფეროს თანამშრომლებს,  მეწარმეებსა და საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებულ  პირებს საქართველოს ახალ საგადასახადო კოდექსის  შემსწავლელ კურსებზე.
"კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი" გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებს. სემინარი განკუთვნილია საგადასახადო სპეციალისტებისათვის, კომპანიის ფინანსური მენეჯერებისა და ბუღალტრებისათვის.
ტრეინინგი შეიძლება ასევე საინტერესო იყოს სტუდენტების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და საგადასახადო დაბეგვრის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.
საგადასახადო კოდექსის სრული კურსი:
კურსის ხანგრძლივობა 33 საათი;
ღირებულება 350 ლარი
კურსს წარუძღვებიან:
კოსტანტინე გორბადკოვი - საგადასახადო საქმის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი,  აუდიტი,ეკონომიკის დოქტორი.
ნინო ფოდიაშვილი -  საგადასახადო საქმის ექსპერტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ სახელმწიფო შიდა აუდიტის ეროვნული ცენტრის ფინანსური მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მთავარი აუდიტორი.
  • ყველა მსნემელს დაურიგდება ახალი საგადასახადო კოდექსის წიგნი საჩუქრად;
  • ყველა ლექცია მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ ამოცანას, რომელიც მოგცემთ საშუალებას სრულყოფილად ამოწუროთ ყველა ნიუანსი;
  • კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერთიფიკატი
კურსი მოიცავს (ახალ საგადასახადო კოდექსს):
  • საქართველოს საგადასახადო სისტემა;
  • ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები:
  • ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია;
  • გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
  • გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტება;
  • საგადასახადო ორგანოთა უფლებები და ვალდებულებები;
  • საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება;
  • საგადასახადო ანგარიშგება;
  • საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება;
  • საშემოსავლო გადასახადი;
  • საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
  • მოგების გადასახადი;
  • ერთობლივი შემოსავალი;
  • გამოქვითვები და ზარალი;
  • საერთაშორისო დაბეგვრა და გადასახადებისაგანთავის არიდების აღკვეთა;
  • გარიგების შეფასება;
  • შემოსავლების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესები;
  • გადასახადების ადმინისტრირების წესები;
  • ზოგადი დებულებანი;
  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა,დრო და ადგილი;
  • დღგ-ისგან გათავისუფლების მარეგულირებელი წესები და გადასახადისაგან გათავისუფლება;
  • გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესი;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დღგ-ის ჩათვლა;
  • სპეციალური წესები;
  • აქციზი;
  • იმპორტის გადასახადი;
  • ქონების გადასახადი;
  • ზოგადი დებულებანი;
  • იმპორტის გადასახდელების გამოყენების პირობები და საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა ნორმები;
  • სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა;
  • სპეციალური დებულებანი;
  • სასაქონლო ოპერაციები;
  • საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა;
  • ძირითადი დებულებანი;
  • მიმდინარე კონტროლის პროცედურები;
  • საგადასახადო შემოწმება;
  • ზოგადი დებულებანი;
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო შეთანხმება;
  • საგადასახადო დავის წარმოება;
  • გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი.
"საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები"
კურსი მოიცავს საადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესწავლას ძველი და ახალი კოდექსის შედარების საფუძველზე.
კურსი გათვლილია მხოლოდ იმ მსმენელზე, რომელმაც უკვე იცის საგადასახადო კოდექსი და სურს შეისწავლოს მხოლოდ ის მუხლები, რომლებმაც   2011 წლის 1 იანვრიდან განიცადა ცვლილებები.
კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად იქნება განხილული  საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება. მოხდება ძველი და ახალი კოდექსის ყველა იმ მუხლის შედარება და განმარტება, რომლებმაც   2011 წლის 1 იანვრიდან ცვლილებები განიცადა.
კურსის ხანგრძლივობა-12 საათი;
კვირაში 2 დღე (სამშაბათი-ხუთშაბათი);
კურსის ღირებულება 200 ლარი.
საგადასახადო დეკლარაციების შევსები შემსწავლელი კურსი
კურსი გათვლილია მიზნობრივ მსმენელებზე, რომლებსაც აქვთ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება და სურთ განიმტკიცონ.
კურსის ხანგრძლივობა 14 საათი;
კვირაში 2 დღე (ორშაბათი – ხუთშაბათი, სამშაბათი – ხუთშაბათი);
კურსის ღირებულება 180 ლარი.
კურსის პროგრამა:
  • საშემოსავლო წლიური გადასახადის დეკლარაცია;
  • საშემოსავლო თვიური გადასახადის დეკლარაცია;
  • მოგების გადასახადის დეკლარაცია;
  • აქციზი;
  • საწარმოების და ფიზიკური პირების ქონების გადასახდის დეკლარაცია;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);
  • ელექტრონული ანგარიშფაქტურების შევსება.
კურსს წარუძღვებიან:
  • კოსტანტინე გორბადკოვი - საგადასახადო საქმის ექსპერტი, პარლამენტთან არსებული აუდიტორული საბჭოს წევრი,  აუდიტი,ეკონომიკის დოქტორი.
  • დავით პაპიაშვილი -  საგადასახადო საქმის ექსპერტი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციიის, სსიპ “საქართველოს ფინანსთა სამინისტოს მომსახურების სააგენტო”-ს,  სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს აკადემიისა” და საქართველოს უნივერსიტეტის საგადასახადო საქმის ლექტორი.
რეგისტრაციისთვის შევასეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები