GE
პროექტის მართვის მოკლე კურსი
ღირებულება: 990 ლარი
მართვის აკადემია 21 მაისიდან აცხადებს "პროექტის მართვის" მოკლე (ერთთვიანი) კურსის მე-10 ნაკადს.

http://macademy.ge/Trainings-Project-Management-Short-Course/

პროექტის მართვის მოკლე კურსის მიზანია მსმენელების როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება პროექტების მართვის გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით. კურსი დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი მენეჯერები. კურსი აგებულია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute - www.pmi.org ).

ვისთვისაა კურსი?
კურსი განკუთვნილია მცირე პროექტების მენეჯერებისთვის და დიდი პროექტების ცალკეული კომპონენტის მენეჯერებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პროექტის მართვის საფუძვლების გაცნობას და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

რას მივიღებ კურსის გავლით?
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეიძენენ იმ ცოდნას, რაც აუცილებელია პროექტში მონაწილეობისათვის და მის წარმატებით განხორციელებისათვის.

კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ შემდეგი საპროექტო დოკუმენტების შედგენაში:
  • წესდება (Project Charter)
  • ბიზნეს-დასაბუთება (Business Case)
  • შინაარსი (Scope)
  • WBS (Work Breakdown Structure) & WBS Dictionary - MindManager-ის დახმარებით
  • საქსელო დიაგრამა (Network Diagram) - MS Project-ის დახმარებით
  • გეგმა-გრაფიკი (Schedule) - MS Project-ის დახმარებით
  • ბიუჯეტი (Budget) - MS Excel
  • რისკების მართვის გეგმა (RMP)
  • კომუნიკაციის გეგმა (Communication Plan)
  • მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, ელექტრონულ წიგნებს და დოკუმენტების შაბლონებს.
განრიგი
მე-10 ნაკადი:  დაწყება 21.05.2013 - დამთავრება 13.06.2013.

კურსის შეხვედრები შედგება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 – 22:00 პერიოდში, ერთი მოკლე შესვენებით.
შეხვედრები გაიმართება მართვის აკადემიაში, მისამართი უშანგი ჩხეიძის ქ. 19

შინაარსი
პროექტის მართვა
რა არის პროექტი? რა განსხვავებაა ფუნქციონალურ მენეჯმენტსა და პროექტის მენეჯმენტს შორის? რისთვისაა საჭირო პროექტის მართვის მეთოდოლოგია და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკული გამოყენება? რა ალტერნატიული მეთოდოლოგიები არსებობს?

პროექტის მენეჯერი
რა თვისებები, უნარები, ცოდნა და ეთიკის ნორმები უნდა ჰქონდეს პროექტის მენეჯერს? რით განსხვავდება იგი ფუნქციონალური მენეჯერისგან?

პროექტის მართვის ეტაპები და ძირითადი დოკუმენტები
რა ეტაპებისგან შედგებაპროექტის მართვის პროცესი? როგორ ხდება თითოეული მათგანის განვითარებაპროექტის მსვლელობისას? რომელ ეტაპზე, რა რისკებს უნდა ველოდოთ და როგორ უნდა მოვახდინოთ მათი მართვა? რა დოკუმენტები იქმნება თითოეული ეტაპზე? რა როლს თამაშობს მათი სწორად შედგენა და კონტროლი საბოლოო მიზნის მიღწევაზე?

ძირითადი მონაწილეები
ვინ და რა ფორმით არიან ჩართულები პროექტის მართვაში? როგორ უნდა ხდებოდეს მათ შორის კომუნიკაცია?

--
კურსს გაუძღვება ვანო ნადირაძე
--
კურსის საფასურია 990 ლარი

საკონტაქტო პირი: ნატალია მუხადგვერდელი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები