GE
ადამიანის რესურსების მართვის (HR) სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 450 ევრო
პარტნიორები-საქართველოს და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ბიზნეს კარიერის სკოლა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:
  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანის რესურსების მართვის სფეროში;
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს;
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება;
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან;
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით.
კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიის "პარტნიორები-საქართველოს" და წარმატებული ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამუშაო დღეებში – ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი (18:30-21:30). 9 კვირა - 90 საათი.
თქვენთან იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები, ფსიქოლოგები და ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერები.
კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი, ბრეინსტორმინგი და დისკუსია.
კურსის ღირებულებაა 450 ევროს  ექვივალენტი ლარში, რომელიც მოიცავს:
  • ადამიანის რესურსების მართვის კურსის 90 სასწავლო საათს;
  • კურსის დამხმარე თეორიული  მასალების ელექტრონულ ვერსიას (400–ზე მეტი გვერდი, ქართულ ენაზე)
  • ჯგუფის გასვლით ღონისძიებას პეინტ ბოლის კლუბ „სპა“–ში;
  • 20%–იანი ფასდაკლება ბიზნეს ლიტერატურაზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მაღაზიაში "GAU-books"
ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს ფასდაკლება და კურსის ღირებულებაა 400 ევროს  ექვივალენტი ლარში.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსეთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2010 წლის 23 მაისი!
ღია კარის დღე - 27 მაისი - ყველა რეგისტრირებულ მსურველს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საშუალება ექნება დასვას შეკითხვები და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: "პარტნიორები-საქართველო" - გიორგი ცაბაური, ბიზნეს კარიერის სკოლის კურსების კოორდინატორი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები