GE
პროექტების მენეჯმენტის კურსები
ღირებულება: 10180 USD
პროექტების მენეჯმენტის კოლეჯი (Project Management College - PMC) აცხადებს მიღებას პროექტების მენეჯმენტის კურსებზე.

PMC დაფუძნდა 2009 წელს და დღემდე უკვე 200 წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს - სულ 10 ჯგუფი. ყოველწლიურად BP სხვადასხვა ოდენობით აფინანსებდა PMC-ის ყველა მონაწილეს და BP მომავალშიც გაარძელებს PMC-ს მონაწილეთა დაფინანსებას.

PMC-ის პარტნიორებს წარმოადგენენ თავისუფალი უნივერსიტეტი, ESI - International, George Washington University, Project Management Institute და მთავარი სპონსორი - British Petroleum Georgia (BP). პარტნიორების შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ შეიტყოთ შემდეგ ბმულზე: http://pmc.com.ge/index.php?task=page&id=2&lang=eng

PMC გაძლევთ შესაძლებლობას საერთაშორისო სტანდარტებით დაეუფლოთ პროექტების მენეჯმენტის სრულ ციკლს და მოემზადოთ PMP სერტიფიკატის მოსაპოვებლად, რომელსაც ექსკლუზიურად Project Management Institute გასცემს. აღნიშნული სერტიფიკატი მთელს მსოფლიოშია აღიარებული.

PMC კოლეჯში სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც კარგად ფლობს ინგლისურ ენას და გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, თუმცა, კოლეჯი გამოცდილების სფეროების და ვადის მხრივ მონაწილეთა შეზღუდვას არ აკეთებს. PMC კოლეჯში აბარებენ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ბიზნესმენები და სხვ., რომლებიც სრულიად განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობენ.

PMC კოლეჯი შედგება 7 მოდულისგან (მოდულების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს: http://pmc.com.ge/index.php?task=page&id=3&lang=eng). თითოეულ მოდულს ეთმობა 3-4 სრული დღე. მეცადინეობები იმართება პარასკევს, შაბათს და კვირას. მოდულის ჩატარების განრიგი კურსის დაწყებისთვის უკვე წინასწარ არის ცნობილი და შედგენილი. მთლიანი კურსის გავლას დაახლოებით 12 თვე ესაჭიროება.

PMC კოლეჯში მოდულებს კითხულობენ ESI - International-ის გამოცდილი და პროფესიონალი ტრენერები, რომლებიც სპეციალურად ლონდონიდან ჩამოდიან საქართველოში. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://pmc.com.ge/index.php?task=page&id=5&lang=eng

კოლეჯის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ George Washington University School of Business-ის Masters Certificate in Project Management.

PMC კოლეჯში სწავლის ღირებულება შეადგენს 10,180 აშშ დოლარს, თუმცა კოლეჯის მთავარი სპონსორი BP უკლებლივ ყველა მონაწილეს სთავაზობს 50% დაფინანსებას. სწავლის ღირებულებაში შედის ყველა საჭირო მასალის, წიგნების, ლექსიკონების საფასური, ასევე ლანჩის და დღეში 2 ყავის შესვენების ხარჯები, დაჯილდოვების საღამოები და სხვა.

PMC კოლეჯში დასარეგისტრირებლად აუცილებლად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ დანართი) და გამოგვიგზავნოთ 2012 წლის 16 ოქტომბრამდე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები