GE
პროფესიული პროგრამა პროექტის მენეჯმენტში
ღირებულება: 10180 USD
საქართველოში მხოლოდ თავისუფალ უნივერსიტეტში, პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი (Project Management College - PMC) გაძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დაეუფლო პროექტის მენეჯმენტის სრულ ციკლს და მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული "პროექტის მენეჯმენტის მაგისტრის სერტიფიკატი" (Master's Certificate in Project Management), რომელსაც George Washington University გასცემს, მოემზადო საერთაშორისოდ აღიარებული "პროექტის მენეჯმენტის სპეციალისტის სერტიფიკატის" ("PM Professional" certification) მოსაპოვებლად, რომელსაც მხოლოდ Project Management Institute გასცემს.

პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი აცხადებს მიღებას 2013 სასწავლო წლის პროფესიულ პროგრამაზე პროექტის მენეჯმენტში (Project Management - PM). შევსება - რიგითობის მიხედვით; შესაბამისად, ადრეულ აპლიკანტებს მიენიჭებათ უპირატესობა.

პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი:
პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი დაარსდა BP-ის და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორების ინიციატივით და თავისუფალი უნივერსიტეტისა და ESI International-ის თანამშრომლობის საფუძველზე 2009 წელს. პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი ადგილობრივი კერძო კომპანიების საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებს, ისევე როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს, სთავაზობს სასწავლო პროგრამას პროექტის მენეჯმენტში. სასწავლო პროგრამა შედგება 7 მოდულისგან და მას მსოფლიო დონის ინსტრუქტორები (ლექტორები) კითხულობენ.

სასწავლო პროგრამა:
სასწავლო პროგრამა პროექტის მენეჯმენტში 6 ძირითადი და 1 არჩევითი მოდულისაგან შედგება. თითოეულ მოდულს ეთმობა 3-4 სრული დღე, ლექციები იმართება პარასკევს, შაბათს და კვირას. მოდულების ჩატარების განრიგი კურსის დაწყებისთვის უკვე წინასწარ არის ცნობილი. მთლიანი კურსის გავლას დაახლოებით 12 თვე ესაჭიროება. პროგრამის სტუდენტებს მოეთხოვებათ დაესწრონ თითოეულ ლექციას.

ძირითადი მოდულები:
  • პროექტების მენეჯმენტი
  • რისკების მართვა
  • დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი
  • პროექტის ხელმძღვანელობა, მართვა და კომუნიკაცია
  • ხარისხის კონტროლი პროექტის მენეჯერისათვის
  • პროექტის მართვის უნარების გამოყენება.
არჩევითი მოდულები:
  1. პროექტის მენეჯმენტის სპეციალისტის სერტიფიკატის (PMP) გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი
  2. პროექტის მენეჯერებისათვის მოლაპარაკებების წარმართვის უნარ-ჩვევები.
პროექტის მენეჯმენტის სერტიფიკატი:

პროგრამის შვიდივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს - "პროექტის მენეჯმენტის მაგისტრის სერტიფიკატს" ("Master's Certificate in Project Management"), რომელსაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (The George Washington University - GWU) გასცემს. პროექტების მენეჯმენტის კოლეჯი გაძლევთ შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად დაეუფლოთ პროექტის მენეჯმენტის სრულ ციკლს და მოემზადოთ "პროექტის მენეჯმენტის სპეციალისტის სერტიფიკატის" ("PM Professional" certification) მოსაპოვებლად, რომელსაც ექსკლუზიურად Project Management Institute გასცემს და აღნიშნული სერტიფიკატი მთელ მსოფლიოშია აღიარებული.

თითოეული მოდულის წარმატების დასრულების შემთხვევაში სტუდენტებს, ასევე, გადაეცემათ მოდულის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სასწავლო პროგრამის საფასური:
შვიდივე კურსის საერთო ღირებულება შეადგენს 10,180 აშშ დოლარს. BP და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორი კომპანიები უკლებლივ ყველა სტუდენტს სთავაზობენ 50%-იან დაფინანსებას, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
  • ფლობენ ინგლისური ენას
  • აქვთ პროექტების მართვის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ან სპონსორი ორგანიზაციის მიერ ნომინირებულნი არიან, როგორც მომავალი პროექტის მენეჯერები
  • არიან საქართველოს მოქალაქეები.
პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი გამოცდილების სფეროების და ვადის მხრივ მონაწილეთა შეზღუდვას არ აწესებს.

სწავლების საფასური ფარავს:
  • ყველა მოდულის ხარჯებს
  • ტრენინგებისა და საჭირო მასალების, წიგნების, ლექსიკონების ხარჯებს
  • დასარიგებელი და დამხმარე მასალის ხარჯებს
  • სერტიფიკატების ხარჯებს
  • ლანჩის და დღეში 2 ყავის შესვენების ხარჯებს.
პროგრამის ინსტრუქტორები:
პროექტის მენეჯმენტის კოლეჯში მოდულებს კითხულობენ ESI International-ის გამოცდილი და პროფესიონალი ინსტრუქტორები (ლექტორები), რომლებიც სპეციალურად მოდულების ჩასატარებლად ჩამოდიან საქართველოში. თითოეულ ინსტრუქტორს გააჩნია საშუალოდ 20-წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში და აქვს PMP სერტიფიკატი. ESI International-ის ინსტრუქტორები მუშაობენ კონსულტანტებად რეალურ მიმდინარე პროექტებზე იმ პერიოდებში, როდესაც არ ატარებენ კურსებს.

ESI International ეხმარება ადამიანებს მთელ მსოფლიოში, გააუმჯობესონ თავიანთი პროექტების, ხელშეკრულებების და მოთხოვნების მართვის უნარ-ჩვევები. 1981 წლიდან მოყოლებული, ESI International მუშაობდა 1000-ზე მეტ კლიენტთან, მათ შორის 500-მდე მსხვილ და საერთაშორისო კორპორაციებთან, როგორებიცაა: Barclays, Cisco, GlaxoSmithKline, ABB, Ericsson და მრავალი სხვა. BP-ც ESI International-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტია და მათი თანამშრომლობა უკვე 10 წელიწადს გრძელდება.

პროექტის მენეჯმენტის პროგრამაზე საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 21 აპრილი.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:

თეონა ოძელაშვილი
პროექტის მენეჯმენტის კოლეჯი
მობილური: 577 794144
ელ-ფოსტა: t.odzelashvili@freeuni.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები