GE
საკრედიტო ოფიცრის კურსი
ღირებულება: 180 ლარი
საბანკო სწავლების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტრენინგს საკრედიტო მენეჯმენტში. ტრენინგი ითვალისწინებს ისეთ სპეციფიკური საკითხების შეწავლას როგორიცაა: სამომხმარებლო და ბიზნეს სესხის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მსესხებლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შემოწმება და ანალიზი, სესხების რესტრუქტურიზაცია და მონიტორინგი. პრობლემური სესხების მართვა. კურსი ასევე ითვალისწინებს მოქმედ ნორმატიული აქტების ექსპერტიზასაც.
 
მონაწილეები: თემატიკა თანაბრად თავსებადია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების(ტექნიკური განათლების ან ზუსტი მეცნიერებების)  მქონე პირებისათვის - სტუდენტები,  მაგისტრანტები. ვისაც კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო კავშირები სურს მუშაობა საცალო და ბიზნეს დაკრედიტების კუთხით, აგრეთვე საკრედიტო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის საკრედიტო მენეჯერად გადამზადების კუთხით; 
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო
დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
  • საცალო დაკრედიტების ექსპერტი;
  • ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი/თანაშემწე;
  • პრობლემური სესხების მენეჯერი;
  • რიქავერი/ მონიტორინგის ოფიცერი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი
  • პრობლემური სესხების ოფიცერი
  • განვადების ოფიცერი;
სარგებელი: ტრენინგის ბოლოს კურსის მონაწილეებს ეცოდინებათ: სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები, დაკრედიტების პრინციპები, დაკრედიტების ეტაპები, მსესხებლის შეფასების ფინანსური ანალიზი, რისკების შეფასება, მოვალის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრა, მსესხებლის უზრუნველყოფის შეფასება, კრედიტის გაცემა და მართვა, საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა, პრობლემური სესხების მართვა და მათი რესტრუქტურიზაცია;
 
ჩვენი  უპირატესობები:
  • წმინდა საბანკო პროფილით სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება
  • მსმნელები მიიღებენ საკრედიტო მენეჯმენტის გავლის ორენოვან სერთიფიკატს;
  • მიიღებენ სარეკომენდაციო წერილებს საბანკო ასოციაციის წევრ კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად;
  • სწავლება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ტრეინერების მონაწილეობით;
  • მსმენელებს ვთავაზობთ თანამედროვე მეთოდოლოგიურ ლიტერატურას და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებს;
ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 5-8 მსმენელზე
სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;
სწავლების საფასური: კურსის ღირებულებაა - 180 ლარი(ინდივიდუალურად 250 ლარი) ; საფასური მოიცავს:  სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და სერტიფიკატს;
 
ტრენინგის განრიგი და გეგმა: 
საკრედიტო პოლიტიკის ასპექტები
  • საკრედიტო პოლიტიკა,
  • საკრედიტო პროდუქტები;
  • კრედიტების გაცემის ორგანიზება;
  • სესხების კლასიფიკაცია და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა;
  • საკრედიტო ბარათები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის  განვადება; ავტო და იპოთეკური განვადება;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
საკრედიტო რისკების შეფასება 
  • სისტემური და არასისტემური რისკები;
  • საკრედიტო რისკები დაკრედიტების პროცესში
  • რისკის და სარგებლის განსაზღვრა;
  • მსესხებლის მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობა
  • მსესხებლის საკრედიტო ისტორია და კორელაცია ისტორიულ და საპროექტო გადასახდელ თანხებს შორის 
  • ოპტიმალური სესხის სტრუქტურა, სესხის რაოდენობრივი პირობები, ლიკვიდურობა, უზრუნველყოფის შეფასება.
სასესხებო განაცხადების მიღების და დამუსავების პროცედურები
  • სამომხმარებლო სესხის განაცხადების შეფასება
  • მსესხებლის იურიდიული, პირადი და ფინანსური მაჩვენებლების შეფასება
  • საკრედიტო სკორინგის  როლი
  • სამომხმარებლო სესხის განაცხადის ანალიზი
  • ქეისი
კრედიტის ადმინისტრირება ბიზნეს სესხების შემთხვევაში
 
“6C” principles of lending(დაკრედიტების 6 კ პრინციპი-Character, Capacity, Capital, Collateral, Conditions, Control- ხასიათი, მოცულობა, კაპიტალი, გირაო, პირობები, კონტროლი)
  • დოკუმენტაცია
  • სესხის გაცემა
  • მონიტორინგი
სესხების ინდივიდუალური შეფასება ბიზნეს სესხების შემთხვევაში
  • ფინანსური უწყისების როლი (ბალანსის, მოგება ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისი)
  • რელევანტური და საიმედო ფინანსური ინფორმაციის მოპოვება
  • ფინანსური უწყისების შედგენა
  • ქეისის გარჩევა;
ფულადი ციკლი - მსესხებლის უნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი 
  • ფულის მიმდინარე და დროითი ღირებულება;
  • ფულის წმინდა მიმდინარე ღირებულება, პროექტის უკუგების პერიოდი და უკუგების შიდა განაკვეთი;
  • ფულადი ნაკადების გამოთვლა;
  • ფულის ამოღების პოლიტიკა;
  • სეზონურობა ან სხვა ფაქტორები
  • ანუიტეტები;
  • სავარჯიშოების განხილვა
ბიზნეს სესხების ფინანსური ანალიზის სტრუქტურა
  • ქეისი
  • ქეისის გარჩევა
სესხების მონიტორინგი
  • სესხის რეაქტიული და აქტიური მონიტორინგი
  • მსესხებლის პორთფელის ანალიზი
  • სებ-ის მოქმედი ინსტრუქციები სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით.
  • საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და მისი აღმოფხვრის ხელშეწყობა ;
პრობლემური სესხების მართვა და რესტრუქტურიზაცია
  • პრობლემური სესხების მართვა;
  • სესხების რესტრუქტურიზაცია;
  • სესხის იძულებითი დაფარვა სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით
ხანგრძლივობა:  18 დღე, კვირაში 3-ჯერ,  შაბათ-კვირის გარდა, დღეში 2 საათი;
სწავლების დრო:  დილით - 13:00,  და საღამოს - 19:00 საათი.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები