GE
საკრედიტო ოფიცრის მოსამზადებელი კურსი
ღირებულება: 180 ლარი
2014 წლის  საზაფხულო სასერთიფიკატო  პროგრამა - ფასდაკლებით წარმატებული კარიერისა და დასაქმების ხელშესაწყობად!
 
საბანკო სწავლების ცენტრი, როგორც სპეციალიზირებული საბანკო ტრენინგ ცენტრი,  ზაფხულის პერიოდში ბანკებში ვაკანსიების ზრდასთან ერთად, საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გთავაზოთ  ტრენინგს საკრედიტო მენეჯმენტში! 
 
ტრენინგი რისკების შეფასების გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს. რადგან დღეს კომერციული ბანკები საკრედიტო რისკების დაზღვევის მიზნით სულ უფრო აქტიურად ნერგავენ რისკების შეფასების და მართვის თანამედროვე მოდელებს, რომელიც შეიცავს რისკების აღმოჩენის, გაზომვის, მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმებს, რაც ბუნებრივია ზრდის მოთხოვნებს მაღალკვალიფიციურ საკრედიტო მენეჯერებზე.
 
ტრენინგი იმითაც არის საინტერესო, რომ ითვალისწინებს როგორც საცალო, ასევე ბიზნეს სესხების პროდუქტების, სესხის აღებასთან აღებასთან დაკავშირებული პროცედურების სწავლებას, მსესხებლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტების შემოწმებას და ანალიზს, სისტემური და არასისტემური რისკების მახასიათებლებს, საკრედიტო, საპროცენტო და სავალუტო რისკების შეფასებას და დეკომპოზიციას, სესხების ადმინისტრირებას, რესტრუქტურიზაციას და მონიტორინგს, ვადაგადაცილებულ სესხებზე სავალდებულო რეზერვების ფორმირების წესს, რისკების მიხედვით შეწონილი აქტივების გაანგარიშებას და პრობლემური სესხების მართვას. კურსი ასევე ითვალისწინებს მოქმედ ნორმატიული აქტების ექსპერტიზასაც.
 
მონაწილეები: თემატიკა თანაბრად თავსებადია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების(ტექნიკური განათლების ან ზუსტი მეცნიერებების)  მქონე პირებისათვის - სტუდენტები,  მაგისტრანტები. ვისაც კომერციულ ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, საკრედიტო კავშირები სურს მუშაობა საცალო და ბიზნეს დაკრედიტების კუთხით, აგრეთვე საკრედიტო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების ან საკრედიტო მენეჯერად გადამზადების კუთხით; 
 
საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:
  • საცალო დაკრედიტების ოფიცერი;
  • ბიზნეს დაკრედიტების ოფიცერი/თანაშემწე;
  • პრობლემური სესხების მენეჯერი/თანაშემწე;;
  • რიქავერი/ მონიტორინგის ოფიცერი;
  • საკრედიტო ადმინისტრატორი
  • პრობლემური სესხების ოფიცერი//თანაშემწე;
  • განვადების ოფიცერი;
სარგებელი:  ტრენინგის ბოლოს კურსის მონაწილეებს ეცოდინებათ: სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების არსი და მახასიათებლები, დაკრედიტების პრინციპები, დაკრედიტების ეტაპები, მსესხებლის შეფასების ფინანსური ანალიზი, საკრედიტო რისკების მართვის ინსტურმენტები, სესხის გაცემის მიზნები, საკრედიტო რისკების გაზომვა, და საკრედიტო რეიტინგების სისტემები, მსესხებლის უზრუნველყოფის შეფასება, კრედიტის გაცემა და მართვა, საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა, პრობლემური სესხების მართვა და მათი რესტრუქტურიზაცია;
სერთიფიცირება: კურსდამთავრებულები მიიღებენ საკრედიტო ოფიცრის(საცალო და ბიზნეს დაკრედიტების კუთხით ორენოვან სერთიფიკატს ერთად, ბანკების ასოციაციის ასოციაციის წევრ ბანკებში და საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილთან ერთად, რაც საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში   საკრედიტო სპეციალიზაციის კუთხით.
 
ჩვენი  უპირატესობები: 
  • წმინდა საბანკო პროფილით სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება;
  • ტრენინგი რისკ-მენეჯმენტის გაძლიერებული სწავლებით მიმდინარეობს;
  • მსმნელები მიიღებენ საკრედიტო მენეჯმენტის გავლის ორენოვან სერთიფიკატს;
  • მიიღებენ სარეკომენდაციო წერილებს საბანკო ასოციაციის წევრ კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად;
  • სწავლება მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ტრეინერების მონაწილეობით;
  • მსმენელებს ვთავაზობთ თანამედროვე მეთოდოლოგიურ ლიტერატურას და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიებს;
პროგრამის ხელმძღვანელი:  ტრენინგი  მიმდინარეობს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის  მასტერკლასების სახით, თეორიული და პრაქტიკული  მოდულების სწავლებით;
გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის საბანკო მომსახურების ბაზრის რამდენიმე კვლევის ავტორი, 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ  ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო  სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;
ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და გათვლილია 5-8 მსმენელზე
 
სერთიფიცირების ფორმა: მსმენელებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი;
სწავლების საფასური: კურსის ღირებულებაა - 180 ლარი (ინდივიდუალური სწავლებისას - 250 ლარი); საფასური მოიცავს:  სწავლების საფასურს, სასწავლო ლიტერატურას და სერტიფიკატს;
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 ივნისი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.

 
ტრენინგის განრიგი და გეგმა: 
 
1. საკრედიტო პოლიტიკის ასპექტები
  • საკრედიტო პოლიტიკა;
  • საკრედიტო პროდუქტები;
  • კრედიტების გაცემის ორგანიზება;
  • სესხების კლასიფიკაცია და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა;
  • საკრედიტო ბარათები;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის  განვადება; ავტო და იპოთეკური განვადება;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
2. საკრედიტო რისკების შეფასება
  • სისტემური და არასისტემური რისკები;
  • საკრედიტო რისკები დაკრედიტების პროცესში;
  • საკრედიტო სკორინგის  თანამედროვე მოდელები;
  • რისკის და სარგებლის განსაზღვრა;
  • დისპერსიის მოლოდინი და გაზომვა;
3. სასესხებო განაცხადების მიღების და დამუშავების პროცედურები
  • სამომხმარებლო სესხის განაცხადების შეფასება;
  • მსესხებლის იურიდიული, პირადი და ფინანსური მაჩვენებლების შეფასება;
  • სამომხმარებლო სესხის განაცხადის ანალიზი;
  • ქეისი; 
4. კრედიტის ადმინისტირება ბიზნეს სესხების შემთხვევაში
  • დაკრედიტების 6 კ პრინციპი-ხასიათი, მოცულობა, კაპიტალი, გირაო, პირობები, კონტროლი(“6C” principles of lending-Character, Capacity, Capital, Collateral, Conditions, Control);
  • დოკუმენტაცია;
  • სესხის გაცემა;
  • მონიტორინგი;
5. სესხების ინდივიდუალური შეფასება ბიზნეს სესხების შემთხვევაში
  • ფინანსური უწყისების როლი (ბალანსის, მოგება ზარალის და ფულის მოძრაობის უწყისი);
  • რელევანტური და საიმედო ფინანსური ინფორმაციის მოპოვება;
  • ფინანსური უწყისების შედგენა;
  • ქეისის გარჩევა;
6. ფულადი ციკლი - მსესხებლის უნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორი 
  • ფულის მიმდინარე და დროითი ღირებულება;
  • ფულის წმინდა მიმდინარე ღირებულება, პროექტის უკუგების პერიოდი და უკუგების შიდა განაკვეთი;
  • დისპერსიის მოლოდინი და გაზომვა;
  • ფულადი ნაკადების გამოთვლის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდი;
  • ფულის ამოღების პოლიტიკა;
  • სეზონურობა ან სხვა ფაქტორები;
  • ანუიტეტები;
  • სავარჯიშოების განხილვა
7. ფინანსურ უწყისების ანალიზი და კოეფიციენტური ანალიზი
  • უწყისებს შორის ურთიერთკავშირი;
  • კოეფიციენტთა ჯგუფები;
  • რისკის დეკომპოზიცია;
  • რისკის დაანგარიშება;
  • საკრედიტო რეიტინგები;
  • კოეფიციენტების გამოყენება საკრედიტო რისკების აღმოსაჩენად;
  • პორთფელური ანალიზი;
  • სავარჯიშოების განხილვა;
8. სესხების მონიტორინგი
  • სესხის რეაქტიული და აქტიური მონიტორინგი;
  • მსესხებლის პორთფელის ანალიზი;
  • სებ-ის მოქმედი ინსტრუქციები სამომხმარებლო სესხებთან დაკავშირებით;
  • საკრედიტო პრობლემების წინასწარ განსაზღვრა და მისი აღმოფხვრის ხელშეწყობა;
9. პრობლემური სესხების მართვა და რესტრუქტურიზაცია
  • პრობლემური სესხების მართვა;
  • სესხების რესტრუქტურიზაცია;
  • სესხის იძულებითი დაფარვა სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით.
ხანგრძლივობა:  3 კვირა, კვირაში 3-ჯერ,  შაბათ-კვირის გარდა, დღეში 2 საათი;
სწავლების დრო:  დილით - 13:00,  და საღამოს - 18:00 საათი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები