GE
სამაგისტრო პროგრამა - საფინანსო და საბანკო საქმე
ღირებულება: 2000 ლარი
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მაგისტრატურაში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სპეციალობაზე საფინანსო და საბანკო საქმე.
ჩარიცხვის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტში: მე-2 სართული, ოთახი №205.
განცხადებების მიღება  2010 წლის 20 მარტამდე.
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტი მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამებს.
მაგისტრანტებისათვის შემუშავებულია მოქნილი სასწავლო გრაფიკი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა შეუთავსონ ერთმანეთს თეორიული სწავლა და პრაქტიკული საქმიანობა.
საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის  სასწავლო უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი სასწავლო და მატერიალური ბაზა, ბიბლიოთეკა მდიდარი წიგნადი ფონდით, ინტერნეტში ჩართული და ტრადიციული პროგრამების პაკეტით აღჭურვილი უახლესი კომპიუტერული კლასები, რომელთა მეშვეობით  სტუდენტებს ექნებათ საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა.
სამაგისტრო პროგრამებით გათვალისწინებული სამეცნიერო კვლევების ბაზად გამოიყენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალბატონ ნუნუ რაფავას.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები