განათლების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
პროგრამა შეიქმნა მაღალი საერთაშორისო სტანდარტისა და ადგილობრივი მოთხოვნის გათვალისწინებით. პროგამის დანიშნულებაა ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო ორგანიზაციების ეფექტიან მართვასა და წარმატებულ რეფორმირებას დარგისათვის კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადების საშუალებით.
პროგრამის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში სტუდენტი იძენს საფუძვლიან, სისტემურ ცოდნასა და კომპეტენციას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მართვისა და განვითარების ისეთ საკითხებში როგორიცაა:
- ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვა;
- ორგანიზაციული ცვლილებების გატარება;
- კონფლიქტების პრევენცია და მედიაცია;
- ფინანსური მენეჯმენტი;
- ლიდერობა და პერსონალის განვითარება;
- სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ეფექტური ზედამხედველობა განათლების ფსიქოლოგიისა და სასწავლო გეგმის მართვის საკითხებში.
პროგრამა ხანგრძლივობა ორი აკადემიური წელია (4 სემესტრი).
პროგრამის გავლის შემთხვევაში სტუდენტები გაივლიან შემედეგ საგნებს:
- განათლების პოლიტიკა და კანონმდებლობა;
- განათლების ეკონომიკა და დაფინანსება;
- ორგანიზაციული განვითარება;
- აკადემიური წერისა და კვლევის ტექნიკა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობა;
- ინფორმაციოული და კომპიუტერული ტექნოლოგიები განათლებაში;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- ხარისხის მართვა ორგანიზაციებში;
- კვლევის მეთოდები და დიზაინი განათლებაში;
- განათლების ფილოსოფია;
- ფინანსური მენეჯმენტი ორგანიზაციებში;
- ფონდების მოძიება და პროექტების მართვა;
- კონფლიქტების მართვა;
- ლიდერობა ორგანიზაციებსა და ჯგუფებში;
- განათლების ფსიქოლოგია;
- სასწავლო გეგმის მართვა.
ნებისმიერ სამაგისტრო კურსს სტუდენტები გადიან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულ სასწავლო სახელმძღვანელოსა და სასწავლო გეგმის საფუძველზე.
სტუდენტი, როგორც წესი, იღებს სახელმძღვანელოს უახლეს გამოცემას.
მაღალი კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტზე ორიენტირებული პედაგოგიკა, კომფორტული და განმავითარებელი სასწავლო გარემო ნაყოფიერი აკადემიური საქმიანობისათვის (მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკა-Oxford Journals, Cambridge Journals, EBSCO, JSTOR და სხვა), შეხვედრები და თანამშრომლობა პროგრამის სტუმრებთან (წარმატებული საგანმანათლებლო და კულტურული ორგანიზაციების ხელმძღვანელები) – ყველაფერი ეს, უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ეფექტურ სისტემასთან ერთად, ქმნის იმის რეალურ წინაპირობას, რომ ჩვენი კურსდამთავრებული მიიღებს ზუსტად იმ მოცულობის ცოდნასა და კომპეტენციას, რასაც მისი თანასწორი მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში.
პროგრამა მაქსიმალურად მოქნილია.
სწავლება მიმდინარეობს საღამოს საათებში, შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული კუსის გავლა და შესაბამისი სერთიფიკატის მიღება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 დეკემბერი, 2008.
სწავლება მიმდინარეობს საღამოს საათებში, შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული კუსის გავლა და შესაბამისი სერთიფიკატის მიღება.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 დეკემბერი, 2008.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს