პროგრამა ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემების მენეჯმენტში
ღირებულება:
690
ლარი
ამერიკა-საქართველოს პარტნიორული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სერთიფიცირებულ ჯანდაცვის ადმინისტრირების, ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემების მართვის სასწავლო მოკლევადიან პროგრამაზე.
წარმატებით გავლილი კურსის შემთხვევაში, მსმენელებზე გაიცემა ცენტრალური ფლორიდისა და საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი სერთიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2009 წლის 28 სექტემბერი.
ჯგუფში ჩართვა შეზღუდულია. ჯგუფი მუშაობას იწყებს 29 სექტემბერს.
ჯგუფში ჩართვა შეზღუდულია. ჯგუფი მუშაობას იწყებს 29 სექტემბერს.
ამერიკა-საქართველოს პარტნიორული პროგრამის ჯანმრთელობის ადმინისტრირების დარგში 2009 წელს მოქმედი სპეციალისტების მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს მსურველი პირების, რომლებიც ამავე დროს არიან მოქმედი სპეციალისტები, გადამზადება ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით.
კურსი შემუშავებულია სკრენტონისა და ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტების მიერ ჯანდაცვის ადმინისტრირების საუნივერსიტეტო პროგრამების ასოციაციის (AUPHA) კურსების საფუძველზე. აღნიშნული სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ევროპისა და სხვა ქვეყნების 40-მდე უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილებას; ამავე დროს, საქართველოს უნივერსიტეტის ხედვებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ადმინისტრირებისათვის არსებული საჭიროებების შესახებ.
კურსს წაიკითხავენ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების და მეცნიერული სტატუსით. მსმენელებს გადაეცემათ მოწოდებული მასალები.
სულ კურსების საკონტაქტო საათები მენეჯმენტისათვის შეადგენს 60-ს. კურსი შედგება 3 სასწავლო მოდულისაგან: ერთი საბაზო და 2 სპეციალიზირებული. თითოეული მოდული მოიცავს 20 საკონტაქტო საათს.
სასწავლო კურსის სამუშაო პერიოდი 1 თვეა.
მეცადინეობები ტარდება ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დღეებში: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. დასაწყისი: 17.00 სთ.
მეცადინეობები ტარდება ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დღეებში: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. დასაწყისი: 17.00 სთ.
სასწავლო მეთოდოლოგია და შეფასება მოიცავს: ინტერაქტიურ სალექციო ნაწილს, სიტუაციურ ამოცანებზე მუშაობას, კრიტიკულ ანალიზს, სასწავლო შემეცნებით თამაშებს, საშინაო დავალებებს და ინდივიდუალურ პროექტს. შეფასება 1000 ბალიანი სისტემით. დასწრება: 300 ქულა; ინდ.პროექტი: 300 ქულა; აქტიურად საშინაო დავალებები: 100 ქულა; გამოცდა: 300 ქულა. 700 ქულა (70%) და მეტი მიჩნეულია შესაბამისი სერთიფიკატის გაცემის საფუძვლად.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს 2 ეტაპად. პირველი თანხა: 150 ლარი სარეგისტრაციო, ხოლო მეორე ეტაპი: 540 ლარი, სწავლების მეორე მოდულის დაწყების წინ.
კურსის წარმატებით დამთავრების შემდგომ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცოდნის ერთობლივი საუნივერსიტეტო სერთიფიკატი (ცენტრალური ფლორიდისა და საქართველოს უნივერსიტეტების დამოწმებით).
კურსის წარმატებით დამთავრების შემდგომ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცოდნის ერთობლივი საუნივერსიტეტო სერთიფიკატი (ცენტრალური ფლორიდისა და საქართველოს უნივერსიტეტების დამოწმებით).
დგება ერთი სასწავლო ჯგუფი.
სწავლა იწყება 29 სექტემბერს. დღის განმავლობაში სამუშაო ხანგრძლიობა შეადგენს 4 სთ-ს.
სწავლა იწყება 29 სექტემბერს. დღის განმავლობაში სამუშაო ხანგრძლიობა შეადგენს 4 სთ-ს.
მსურველები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე. მათ უნდა ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილების არაუმცირეს 2 წლისა, და როგორც მინიმუმ, საშუალო დონის მენეჯმენტში მუშაობის სტაჟი 1 წელი.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, CV, უმაღლესი განათლების შესახებ მოწმობა, ფოტოსურათი, რეკომენდაცია სამუშაო ადგილიდან, მოტივაციის წერილი. მსურველები პირველ რეგისტრაციას გადიან საქართველოს უნივერისტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ა.წ. 28 სექტემბრამდე, 401 ან 403 ოთახში.
კონტაქტები და ანგარიში:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის დირექტორი, თამარ ლობჟანიძე
ტელ: (995 32) 24-11-44 / 168
მობილური: 899 93 22 74
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის დირექტორი, თამარ ლობჟანიძე
ტელ: (995 32) 24-11-44 / 168
მობილური: 899 93 22 74
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: 220101956
საიდენტიფიკაციო კოდი: 205 037 137
ანგარიშის ნომერი: ა/ა 8736095
ბანკის კოდი: 220101956
საიდენტიფიკაციო კოდი: 205 037 137
ანგარიშის ნომერი: ა/ა 8736095
კურსი და მისი მოდულები:
ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემების მენეჯმენტი და მართული ჯანდაცვის სერვისები:
- დაზღვევის ძირითადი პრინციპები და ბაზისი (დაზღვევის მიზნები და ამოცანები, დაზღვევის თეორია, ცნება რისკის ან შესაძლო საფრთხის შესახებ, რისკის განსაზღვრა დაზღვევის ეკონომიკაში და იურისპრენდიციაში სადაზღვევო კვლევები ბაზარზე და კვლევის რელევანტურობის მაჩვენებლები; დაზღვევის მომხმარებლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, თეორიები და პრაქტიკა; დაზღვევის მომხმარებლის სამომხმარებლო ქცევის ანალიზი; ზარალის გამომწვევ მიზეზთა მოდელირება; დაზღვევის ტარიფების ევოლუცია და დაზღვევის ფორმულები, დაზღვევადი რისკები; სადაზღვევო პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგია და ტექნოლოგია; აქტუარი, შესავალი და ძირითადი პრინციპები)
20 სთ
მოდული HI1-UGPH - მართული სამედიცინო მომსახურება/ჯანდაცვა (საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და მისი ფუნქციონირება, მართული ჯანდაცვის პროცესი და კომპეტენციები, MCOs; ტიპები, პროდუქტების მენეჯმენტი, პროვაიდერთა ქსელები, კონტრაქტირება კლინიკებსა და ფარმაცევტულ სექტორთან, ხარისხი და აკრედიტაცია MCOs.)
20 სთ
მოდული HI2-UGPH - რისკები და სადაზღვევო სისტემის მენეჯმენტი (რისკების მენეჯმენტი ჯანდაცვაში, ჯანრმთელობის სერვისები და სადაზღვევო პროდუქტების მარკეტინგი, შრომითი რესურსები სადაზღვევო კომპანიაში, უტილიზაცია, კლინიკური რეპორტინგი, რისკისა და ხარისხის მენეჯმენტის პროგრამები, სისტემის მენეჯმენტი)
20 სთ
მოდული HI3-UGPH
სულ ჯამრთელობის დაზღვევის სპეცკურსი: 60 სთ.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს