GE
სოციალური მედია მარკეტინგი და PR
ღირებულება: 204 ლარი
IBSU Training Center- ი გთავაზობთ საზაფხულო 15%-იან ფასდაკლებას ტრენინზე: სოციალური მედია -მარკეტინგი და PR-ი.

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგი განკუთვნილია იმ თანამედროვე ტექნოლოგიების და საშუალებების შესასწავლად, რომელზეც დღესდღეობით აგებულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური. ურთიერთობა საზოგადოებასთან, პარტნიორებთან, მედია საშუალებეთან, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ონლაინ კამპანიის წარმოება, ინტერაქტიულობა, შეუზღუდავი სივრცე, Real-time management, კრეატიულობა, პირდაპირი საკომუნიკაციო არხების შექმნა გლობალური მასშტაბით, ონლაინ მონიტორინგი - ამ ყველაფერს აერთიანებს სოციალური მედია და მისი შესაძლებლობები. კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი თუ კომპანიის იმიჯის ფორმირებისას, რეპუტაციის შექმნისას, როგორ უნდა აწარმოონ ონლაინ პიარ კამპანია, რა შესაძლებლობებს აძლევს სოციალური მედია პოლიტიკურ პიარს, კერძო ბიზნესს და საჯარო პირს, რა ეფექტი მოაქვს ონლაინ პიარსა და მარკეტინგს საზოგადოებისთვის. მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. 

ტრენინგის თემატიკა:
  1. რა არის სოციალური მედია?
    დეფინიცია; სოციალური მედია არხები და თავისებურებები; ტექნიკური მხარეები და შესაძლებლობები; სოც. მედიის როლი მარკეტინგში და პიარში;
  2. სოციალური მედია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში;
    სოც. მედიის განვითარება რეგიონების მიხედვით, საერთაშორისო ქეისები, საქართველოში პოპულარული არხები; როგორ შეცვალა სოც. მედიამ მსოფლიო;
  3. ინტერნეტ–მარკეტინგი;
    SEO - ეფექტური ინტერნეტ მარკეტინგი; კვლევა; სტრატეგია; მონიტორინგი;
  4. სოციალური მედია და პიარი
    ონლაინ პიარ კამპანიის დაგეგმვის პრინციპები; სოც. მედიის სხვადასხვა ხერხები და მეთოდები პიარში; არასტანდარტული SMM; ონლაინ რეპუტაცია;
  5. facebook – მარკეტინგის მძლავრი იარაღი, Google-ის პროდუქტები
    facebook–ის შესაძლებლობები, facebook insights; აპლიკაციები და სხვა ტექნიკური მახასიათებლები; Google–ის პროდუქტების განხილვა;
  6. ბლოგინგი – პერსონალური, კორპორაციული;
    ტექნიკური მხარე – ბლოგის დარეგისტრირება და მართვა; სხვაობა პერსონალურსა და კორპორაციულ ბლოგინგს შორის; ბლოგი მარკეტინგში და პიარში; მულტიმედიური მასალები;
  7. სოციალური მედია და პოლიტიკა – GOV 2.0;
    სოც. მედია არხები პოლიტიკაში; საერთაშორისო და ქართული ქეისები; ხერხები და მეთოდები; საზოგადოებრივი აზრის მართვა;
  8. ეთიკა; სოციალური მედიის უარყოფითი მხარეები და ანტიკრიზისული გეგმა;
    ქცევის კოდექსი და ზომიერება; შესაძლო საფრთხეები; სტრესული სიტუაციების მართვა;
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი:  18 ივნისი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 18:30 სთ.

ტრენერი: ირინა ჭოჭუა
სოციალური მედია მარკეტინგის და ონლაინ პიარის სპეციალისტი და ბლოგერი. არის ინოვაციური კომპანია THE BROWN MEDIA COMPANY-ს თანადამფუძნებელი და სოციალური მედია პროექტების მენეჯერი. 2010 წლიდან არის საგმომცემლო სახლ „ნავიგატორის“ ჟურნალისტი და ვებ-პროექტების ავტორი. შექმნილი აქვს არაერთი პუბლიკაცია თუ ნაშრომი სოციალური მედიის თემაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული მედია-ტურებში, სემინარებსა თუ ფორუმებში სოციალური მედიის მიმართულებით. ფლობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიკატს ონლაინ მედიის განხრით. არის რამდენიმე ინტერნეტ პროექტის ავტორი.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე მსმენელები დამატებით მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები