GE
5 კვირიანი პრაქტიკული კურსი IFRS-ში
არის თუ არა ეს კურსი თქვენთვის?

პრაქტიკული კურსი IFRS-ში განკუთვნილია კარიერული წინსვლით დაინტერესებული დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვისა და ფინანსისტებისთვის.
თქვენ მიიღებთ არა მარტო ცოდნას დიდი გამოცდილების მქონე და სპეციალიზებული პროფესიონალებისგან, არამედ ისწავლით, როგორ გამოიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო სიტუაციებში. ჩვენი კურსი მოიცავს საკმაოდ კომპლექსურ პროგრამას, რომელიც ეხება ყველა მნიშვნელოვან საკითხს და პასუხობს დღევანდელ საბაზრო მოთხოვნებს.

 რას ისწავლით?
  • გაიგებთ და ახსნით ფასს-ის სტრუქტურასა და კონცეპტუალურ ჩარჩოს;
  • პრაქტიკული მაგალითებისა და ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზის საფუძველზე სიღრმისეულად შეისწავლით განხილულ სტანდარტებს;
  • განასხვავებთ ფასს-სა და ფასს-ს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის;
  • გაიუმჯობესებთ უნარებს, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კომპანიაში ფასს-ის ეფექტურად გამოყენებასა და მართვაში;
  • შესწავლილ სტანდარტებს მოარგებთ ფინანსური უწყისების მთავარ ელემენტებს;
  • გაეცნობით კომპანიების ფინანსურ უწყისებსა და შენიშვნებში გასამჟღავნებელ ინფორმაციას;
  • ფინანსისტები შეძლებენ კომპანიის პროცესების კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და შემოწმებას.
 
კურსის ფარგლებში განხილულ თითოეულ თემაზე შეძენილ თეორიულ ცოდნას გაამყარებთ დეტალური პრაქტიკული მაგალითებით. მაგალითებზე მუშაობას შეძლებთ, როგორც ჯგუფთან ერთად, ისე ინდივიდუალურად, რათა სამუშაო გარემოში დაბრუნების შემდეგ შეძლოთ შეძენილი ცოდნისა და უნარების ეფექტურად გამოყენება
 
მთავარი თემები

ძირითადი დაშვებები და ცნებები
ბასს 2: მარაგები
ბასს 16: ძირითადი საშუალებები
ბასს 36: აქტივების გაუფასურება
ბასს 38: არამატერიალური აქტივები
ბასს 41:ბიოლოგიური აქტივები
ბასს 37: გარესაბალანსო ელემენტების აღრიცხვა
ბასს 18 და ფასს 15
ბასს 23: საპროცენტო ხარჯების კაპიტალიზაცია
ფასს 1: ფასს-ის პირველადი გამოყენება
ფასს 10: კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება
 

ჩვენ გთავაზობთ:
  • 30 საათიან ინტერაქტიულ კურსს 15-20 კაციან ჯგუფებში;
  • SavvY Education-ის საზოგადოების წევრობას;
  • ტრენინგზე გავლილ სასწავლო მასალებს;
  • სავარჯიშოების კრებულს (პასუხებით);
  • ცოდნის დონის შესამოწმებელ ტესტს;
  • ორენოვან სერტიფიკატს;
  • შესვენებას ყავაზე.
 
განრიგი

ჯგუფი 1: 11 სექტემბერი ორშაბათი: 17:30-20:30 პარასკევი: 17:30-20:30
ფასი: 550 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ჯგუფი 2: 12 სექტემბერი სამშაბათი: 19:00-22:00  შაბათი: 14:00-17:00
ფასი: 650 ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

შენიშვნა: ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი დამსწრის შემთხვევაში მოქმედებს 10% ფასდაკლება

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი ბროშურა: http://edu.savvy.ge/wp-content/uploads/2017/07/broshura.pdf
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები