GE
iOS პროგრამირება

სმარტ აკადემია გთავაზობთ iOS პროგრამირების კურსს.

თუ გაინტერესებს როგორ იქმნება მობილური აპლიკაციები, ისწავლე iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები ჩვენთან.

კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს საკუთარი აპლიკაციის შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები. 

კურსის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან:

  • OOP (ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლებს)
  • სხვადასხვა ალგორითმულ მიდგომებს
  • Xcode სამუშაო გარემოს
  • SWIFT პროგრამირების ენის ინსტრუმენტებს
  • დაწერილი პროგრამის ოპტიმიზაციას
  • სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანების პროგრამულად გადაწყვეტას
  • მარტივი და საშუალო მობილური აპლიკაციის დაწერას  

კურსი არ მოითხოვს რაიმე სახის გამოცდილებას როგორც წინაპირობას, საკმარისია: 

  • საბაზისო მათემატიკური მოქმედებების ცოდნა 
  • Macbook სისტემებით - Catalina ან Mojave
  • მობილური ტელეფონი (iPhone) სავალდებულო არ არის, შესაძლებელია გამოვიყენოთ ვირტუალური მოწყობილობა

კურსს გაუძღვება ვასილ ბარამიძე, რომელიც მუშაობს iOS Developer-ად „Lemondo business“-ში. იგი არის გამოცდილი დეველოპერი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის დიდი ისტორიით. იხილეთ მცირე ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რომლებზეც ვასილს უმუშავია: Moitane-ს  აპლიკაცია; TKT Manager, Foodcam Top და სხვა. ვასილ ბარამიძე არის თანაავტორი წიგნისა: „მონაცემთა საცავებში ბიზნეს ანალიზი SQL Server Analysis Services გამოყენებით”, (2018).

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები