GE
კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი

სმარტ აკადემია გთავაზობთ  კრეატიული კონტენტის შექმნა და SM ქოფირაითინგი კურსს.

კურსის მიზანია სარეკლამო ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, სტუდენტების დახმარება, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის აღმოჩენა და გამოყენება, თვითმყოფად კადრად გარდასახვა. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მზად იქნება გახდეს სრულფასოვანი კონტენტ მენეჯერი, რომელსაც თავის მხრივ შეეძლება კონტენტის მოფიქრება, შექმნა, პრეზენტაციის ჩატარება და თავისივე გენერირებული იდეიის აღსრულებაში მოყვანა.

სალექციო კურსს გაუძღვება თათია დოლიძე, რომელიც არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის კრეატიული დირექტორი. თათიას აქვს კრეატიულ სააგენტოებში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება: ლივინგსტონი, რედბერი, მაკკენ ერიქსონის თბილისის ფილიალი, ფორმულა კრეატივი. ინსტრუქტორი ჰიბრიდული კადრია და ფიქრობს, რომ მომავლის პროფესიები აუცილებლად მოიაზრებენ ბევრი სხვადასხვა უნარის სინთეზს მომიჯნავე პოზიციებთან. სწორედ ამ პრინციპით, 6 წლის მანძილზე, კრეატიული განხრით, თითქმის ყველა სფეროში იმუშავა - სოციალური მედიის კონტენტი, კომუნიკაციის სტრატეგია, ქოფირაითინგი, ვიდეო-ფროდაქშენი, სატელევიზიო თუ ციფრული რეკლამა, სცენარი, ბლოგინგი, სტატიები, კრეატიული გუნდის მენეჯმენტი.

თათია არის Cannes Young Lions Georgia 2019-ის  ბრინჯაოს მედლის მფლობელი, FILM-ის კატეგორიაში.
თათიას უთანამშრომლია შემდეგ ბრენდებთან: Coca-Cola, Raffaello, Roshen, Samsung, Peugeot, USAID, Vestel, Heidelberg, Axis, Badagoni, Natakhtari, ICY, Tolia, Tbilisi Mall, Marriott, Zoommer, Wendy’s, TBC Bank, Re|Bank.

კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით: 

  • თუ როგორ უნდა მოვახდინო იდეების გენერირება ეფექტურად დროში და კონკრეტულ გარემოში, სადაც ტრენდები უსწრაფესი ტემპით იზრდება, ინფორმაციული ნაკადი კი (სხვა ზღვა კონტენტი) ძალიან ინტენსიურია
  • როგორ გადმოვცე მოფიქრებული კონცეფცია და მივანიჭო მას რეალური სახე
  • კონტენტის შექმნის სრულ პროცესს - იდეის გენერირებიდან მის რეალურ აღსრულებამდე

გავიაზრებ, შევისწავლი და შევძლებ ისეთი მნიშვნელოვანი საფეხურების შესრულებას, როგორებიცაა:

  • ბრიფის მიღება და დამუშავება (Debrief)
  • კომუნიკაციის კრეატიული სტრატეგიის შემუშავება
  • იდეების გენერირება და კონცეფციის მონახაზის შექმნა რეფერენსების დახმარებით
  • ბრენდის Tone of Voice-ის შერჩევა ციფრული კომუნიკაციებისთვის
  • კონტენტის იდეების არგუმენტირებული პრეზენტირება
  • კონტენტის ტექსტობრივი ნაწილის სინთეზირება ვიზუალურ ნაწილთან, იდეურ დონეზე

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები