GE
ნეირომარკეტინგი და მომხმარებლის ფსიქოლოგია

სმარტ აკადემია გთავაზობთ ნეირომარკეტინგის და მომხმარებლის ფსიქოლოგიის კურსს.

სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, მსმენელებს წარმოდგენა შეექმნებათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნეირომარკეტინგის და მომხმარებელთა ქცევის საფუძვლები, პროდუქტის აღქმა მომხმარებლის მხრიდან, მოტივაციები და გავლენები გადაწყვეტილების მიღებისას, ეფექტური რეკლამირების პრინციპები, კულტურული გავლენები მომხმარებელთა ქცევაზე. ასევე, არსებული კურსი მსმენელებს დაეხმარებათ მომხმარებლის ქცევის დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

კურსის ლექტორები არიან მალხაზ მატაშვილი და ლაშა მიქიაშვილი.

მალხაზ მაყაშვილი არის მეცნიერებათა დოქტორი ნეიროფსიქოლოგიაში. Მალხაზი ხელმძღვანელობს ილიას უნივერსიტეტის ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევების ცენტრს, სადაც ატარებს სხვადასხვა ექსპერიმენტებს ნეირომარკეტინგისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურის გამოცდის მიმართულებით, არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ნეიროფსიქოლოგიაში (მათ შორის 2 მონოგრაფია), არის სხვადასხვა მასტერკლასების და ტრენინგების ავტორი ნეირომარკეტინგში.

ლაშა მიქიაშვილი რის კომპანია MBG Group-ის პერსონალის მენეჯმენტის და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი. ლაშა არის ტრენინგების აუთსორს კომპანია „ქლევერტონის“ თანადამფუძნებელი და CEO, მას აქვს ბიზნეს ტრენერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, არის ავტორი ტრენინგებისა 'სერვისის და სერვის +' - ის მიმართულებით რითეილ ბიზნესში, აქვს საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება ნეირომეცნიერების მარკეტინგულ მიდგომებში გამოყენების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებლის ქცევის მართვაში. 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ: 

  • ნეირომარკეტინგის, როგორც დარგის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • როგორ მოქმედებს ნეირომარკეტინგი მომხმარებლის ქცევაზე
  • როგორ მოქმედებს კულტურა, პიროვნება და ცხოვრების წესი მომხმარებლის ქცევაზე
  • ნეირომარკეტინგის საფუძვლები
  • ინდივიდუალური ქცევის საფუძვლები

კურსის მსმენელებს შეეძლებათ: 

  • გაიაზრონ მოხმარებლის ქცევის მოდელი და მონაწილეობა მიიღონ ქცევის ცვლილების პროცესში
  • გამოიყენონ ნეირომარკეტინგის საფუძვლები მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა - განხორციელებაში
  • დაგეგმონ მომხმარებლის ქცევა, გაანალიზონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები