GE
Python Advanced - პროფესიონალური კურსი

სმარტ აკადემია გთავაზობთ Python Advanced - პროფესიონალურ კურსს.

კურსის მიზანია სტუდენტებს გაუღრმავოს Python-ის პროგრამირების ენა, რომელიც მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სფეროებშია პოპულარული, მაგალითად: ვებ დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ქსელური პროგრამირება, IoT ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, თამაშების დეველოპმენტი, სისტემური ადმინისტრირების ავტომატიზაცია და სხვა. 

კურსს გაუძღვება მიხეილ ქანთარია, რომელიც არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, AWS-ის სერტიფიცირებული Solutions Architect Associate, მას აქვს ვებ-დეველოპმენტის 19 წლიანი (მათ შორის დრუპალ დეველოპმენტის 10 წლიანი) და უმაღლესი სასწავლებლების ლექტორობის 14 წლიანი გამოცდილება, AWS-1, AWS-2 და პითონის მიმართულებით.

კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით:

  • ობიექტზე-ორიენტირებული Python
  • “ვებ-პარსინგი“ პითონის გამოყენებით
  • ვიზუალური ინტერფეისის მქონე პროგრამების დაპროგრამება
  • პითონის დახმარებით ვებ-აპლიკაციების შექმნა
  • „ღრუბლოვან“ ჰოსტინგზე ვებ-აპლიკაციის გაშლა
  • ინტერაქტიული რუქების დაპროგრამება
  • მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენება
  • პითონის პროგრამებით მონაცემთა ბაზებთან ურთიერთქმედება
  • “Standalone” პროგრამების აწყობა

კურსი გათვლილია მათთვის ვინც აგრძელებს პითონის დაპროგრამების ენის უფრო ღრმად შესწავლას და სურს მიღებული ცოდნა უკვე კონკრეტული მიმართულებებით რეალურ პროექტებში გამოიყენოს. 

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები