GE
მარკეტინგის მენეჯმენტი
ღირებულება: 500 ლარი
კონკურენტუნარიან გარემოში წარმატებული ფუნქციონირებისათვის ორგანიზაციებს ესაჭიროებათ მაღალ დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებული პიროვნული რესურსების მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა.
სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრის რესურსები და მეთოდოლოგია დაფუძნებულია აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და ანალიტიკურ ცენტრების ბაზაზე და სტანდარტებზე, რაც საშუალებას იძლევა ინოვაციებზე ორიენტირებული კონსულტაციებისა და ტრენინგ-კურსების მეშვეობით დავეხმაროთ ორგანიზაციებს ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, რისკის ფაქტორების ანალიზში, მომხმარებელთან ურთიერთობისა და კონკურენტუნარიანი უპირატესობის მოპოვებაში.
ტრენინგი დაფუძნებულია ჰარვარდის ბიზნეს-სკოლის მეთოდოლოგიაზე და მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
  • თანამედროვე ბიზნეს-გარემოს პროგნოზირება;
  • ლურჯი ოკეანის სტრატეგია;
  • PEST  ანალიზი;
  • მარკეტინგული გეგმის მომზადება;
  • ბაზრის კვლევა და ბაზრის ანალიზი;
  • პროდუქტის ზრდის სტრატეგია;
  • ბაზრის ზრდის სტრატეგია;
  • დივერსიფიკაციის სტრატეგია;
  • კონკურენტული სტრატეგია;
  • ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი;
  • მომხმარებლის ქცევის შესწავლა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგია;
  • ბაზრის სეგმენტაცია;
  • პრომოუშენი და  PR სტრატეგია;
  • დარწმუნების სტრატეგია.
სრული პაკეტი წარმოადგენს ინტეგრირებულ სისტემას, რომლის თითოეული კომპონენტი შეისწავლება სიღრმისეულად როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული მუშაობის რეჟიმში.
კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ლიტერატურით.
მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება ლიცენზირებული უახლესი სახელმძღვანელოები, ბიზნეს თამაშები, სიმულაციები, ქეისები, მულტიმედიის თანამედროვე ვიზუალური საშუალებები და ინტერაქცია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასალის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებაში.
კურსის დასრულების ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ICSRPA-ს ვებ-გვერდზე ან შეავსონ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
კურსის საფასური: 500 ლარი ( საქართველოს მოქალაქეებისთვის) 1500 აშშ დოლარი (უცხოეთის მოქალაქეთათვის).
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები