მოკლევადიანი სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსურ აღრიცხვაში
ღირებულება:
1200
ლარი
თავისუფალი უნივერსიტეტის ESM-ბიზნესის სკოლა აცხადებს ფინანსური აღრიცხვის მოკლევადიან სასერტიფიკატო პროგრამას.
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია მათთვის ვინც იწყებს ბუღალტერის ან ბანკის საკრედიტო ექსპერტის კარიერას.
პროგრამა მოიცავს საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლებს და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) მიხედვით, ასევე საგადასახადო კანონმდებლობით რეგულირებადი ძირითადი გადასახადების მიმოხილვას.
ძირითადი თემები:
- საბუღალტრო აღრიცხვის შესავალი;
- ძირითადი ოპერაციების ზემოქმედება საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე;
- ანგარიშთა გეგმა, მთავარი ჟურნალი, მთავარი წიგნი, ოპერაციების აღრიცხვის წესი, საცდელი ბალანსი;
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა, დარიცხვის და საკასო მეთოდები, კორექტირებები, სრული სააღრიცხვო ციკლი;
- ბალანსი, მოგება-ზარალის, კაპიტალის ცვლილებათა ანგარიშგების მომზადება;
- სავაჭრო საწარმოს ოპერაციების აღრიცხვა, საბალანსო ანგარიშგება, მრავალსაფეხურიანი მოგება-ზარალის ანგარიშგება;
- ქართული ანგარიშთა გეგმის განხილვა;
- აღრიცხვა სპეციალური ჟურნალების გამოყენებით;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
- ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა.
როგორია ჩვენი მიდგომა:
ყოველი საკითხი განხილული იქნება შესაბამისი სიტუაციური მაგალითების გამოყენებით.
ყოველი საკითხი განხილული იქნება შესაბამისი სიტუაციური მაგალითების გამოყენებით.
პროგრამა განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის.
პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ მომსახურებისა და სავაჭრო საწარმოთა ანგარიშების წარმოებას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით; ასევე საწარმოს მიერ მომზადებული საბუღალტრო აღრიცხვის ანალიზს.

კურსდამთავრებულები მიიღებენ ESM-ბიზნესის სკოლის სერთიფიკატს.
პროგრამას წარმართავს:
ლია ნადიბაიძე ESM – ბიზნესის სკოლის ბუღალტრული აღრიცხვის აკადემიური განყოფილების ლექტორი.
ლია ნადიბაიძე ESM – ბიზნესის სკოლის ბუღალტრული აღრიცხვის აკადემიური განყოფილების ლექტორი.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ლექციები ჩატარდება ESM - ბიზნესის სკოლის შენობაში, კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს.
ლექციის ხანგრძლივობა: 19:00-21:45.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 მაისი, 2009 წელი.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს