სასერთიფიკატო პროგრამა კორპორატიულ ფინანსებში
ღირებულება:
1250
ლარი
ზოგადი მიმოხილვა:
პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სახის ფინანსურ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებმა მიიღონ და გაიღრმავონ ცოდნა ფინანსური მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენების კუთხით.
ფინანსური მართვის ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და სწორი გზით გამოყენება, აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
ფინანსური მართვის ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა და სწორი გზით გამოყენება, აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
ძირითადი თემები:
- ფინანსური მენეჯმენტის ძირითადი ცნებები;
- ფასიანი ქაღალდებისა და მათი ღირებულების ანალიზი;
- პროექტებისა და მათი ღირებულების ანალიზი;
- კორპორაციის ღირებულების შეფასება და ანალიზი;
- სტრატეგიული და ტაქტიკური ფინანსური გადაწყვეტილებები;
- საბრუნავი კაპიტალის მართვა;
- შერწყმა, შთანთქმა, ჰოლდინგები.
როგორია ჩვენი მიდგომა:
ყოველი საკითხი განიხილება სიტუაციური მაგალითების გამოყენებით. ლექციები ინტერაქტიული ხასიათისაა. პროგრამის მსვლელობის დროს გათვალისწინებულია შუალედური ჩათვლები და დამასრულებელი გამოცდა.
პროგრამა განკუთვნილია:
პროგრამა განკუთვნილია:
- მსხვილი და საშუალო კომპანიების ფინანსურ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებისთვის;
- ბიზნეს სკოლების სტუდენტებისათვის;
- იმ ფინანსური ინსტიტუტების თანამშრომელებისათვის, რომლებიც აფინანსებენ კორპორაციებს;
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ESM-ბიზნესის სკოლის სერტიფიკატს!
მოთხოვნები მონაწილეების მიმართ:
მოთხოვნები მონაწილეების მიმართ:
- სამუშაო გამოცდილება ფინანსურ პოზიციაზე.
- ინგლისური ენის ცოდნა “elementary” დონეზე.
პროგრამას წარმართავს თემურ კუპრავა, ESM-ბიზნესის სკოლის ეკონომიკისა და ფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს და შაბათს.
ლექციის ხანგრძლივობა: ოთხშაბათს 19:00-21:45 და შაბათს 13:00-15:45.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 9 ივნისი, 2009 წელი.
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს